საზოგადოება რატომ, არიან სკოლაში მანდატურები? 2012, 11 ოქტომბერი, 20:20
მეორე ფაქტორი, მასწავლებელთან ურთიერთობა. თუ ტელეფონმა დაურეკა, თუ არის ჩაწერა დაავიწყდა რა პროფესიონალიც არ უნდა იყოს უშვებენ სკოლიდან. ეს როგორ შეიძლება? ადამიანს ხომ შეიძლება დაავიწყდეს რაღაც, ან ვინმემ დაგირეკა შემთხვევით უნდა გაგადონ სკოლიდან? ანუ მანდატურების ყოფნით გადაიჭრა ერთი პრობლემა და წარმოიქმნა უამრავი. ყველაფერთან ერთად მათი "შენახვა" ძვირია. 600 ლარი აქვთ ხელფასი. ზოგ სკოლაში 5-6 მანდატურია და არამგონია პატარა სკოლებისთვის მანდატურისთვის თვეში 2000-3000 ლარის გადახდა ფუფუნება იყოს. ხომ შეიძლება დააყენონ ყველა სკოლაში ფეის-კონტროლი? რომ ბავშვებმა ცივი იარაღი არ შეიტანონ სკოლაში. და სკოლაში იყოს ამისთვის 1 დაცვის პოლიცია. აქტების დაწერის ფუნქცია დაუმატოტ მასწავლებელს და სახელმწიფოს იაფი არ დაუჯდება სკოლის შენახვა? ჩემი აზრი ესაა. მანდატური არ უნდა იყოს სკოლაში. ასევე ხომ არსებობს კამერები ყველა სკოლაში და ამ იდეის ცოტა დახვეწა მგონი წაადგება ჩვენს მომავალს და ასევე ეკონომიკურადაც წააადგება სახელმწიფოს. 586 5-ს მოსწონს
|