x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
პეინიტი, უიშვიათესი და ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული მინერალი დედამიწაზე
image
დედამიწაზე უამრავი სახეობაა ძვირფასი მინერალების, რომელთა ნაწილი შედარებით ადვილად მოიპოვება, ნაწილი კი უიშვიათესი მინერალების ჯგუფს მიეკუთვნება და ურთულესი მოსაპოვებელია, შესაბამისად ასეთი მინერალების ფასიც კოლოსალურია.


ერთერთი ასეთი მინერალია პეინიტი-ერთერთი ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული მინერალი მსოფლიოში.


აღნიშნული მინერალის აღმოჩენის დღიდან დღემდე სულ მოპოვებულია პეინიტის 300 კრისტალამდე, უმეტესი მათგანი ძალიან პატარაა და მისი დამუშაცება საიუველირო დანიშნულებით კოლოსალურ მუშაობას და უზარმაზარ მოთმინებას მოითხოვს.

პეინიტის ყველაზე დიდი ზომის მინერალი, რომელიც იქნა აღმოჩენილი, სულ 2, 5 სანტიმეტრი სიდიდისაა. პეინიტი ძალიან ძვირადღირებული ქვაა დაუმუშავებელიც კი.


პეინიტი მიეკუთვნება ბორატების მინერალების კლასს. პირველად პეინიტის მინერალი ნაპოვნი იქნა მოგოკში (მიანმა) 1956 წელს. მინერალმა სახელი მიიღო აღნიშნული მინერალის პირველაღმომჩენის, ბრიტანელი მინერალოგის არტურ პეინის საპატივცემლოდ.



პეინიტის ერთი გრამის ღირებულებაა: 300 000 დოლარი, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა.

0
173
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
173