x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133592
  • ვიდეო:355474
  • სურათი:507980
რუსეთი ნატოსთან ომისთვის ემზადება?
image

"გერმანული გამოცემა "ბილდი" წერს, რომ რუსეთი ნატოსთან ომისთვის ემზადება. ომის დაწყების თარიღად 2024 წლის თებერვალს ასახელებენ. გაზეთი "ეყრდნობა" "გაჟონილ" საიდუმლო დოკუმენტს.

საყოველთაო ფსიქოზია..."-წერს სოციალურ ქსელში გენერალი და სამხედრო ექპერტი ამირან სალუქვაძე.

დოკუმენტში გერმანიის თავდაცვის სამინისტრო დეტალურად აღწერს, თუ როგორ შეიძლება, დაიწყოს კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის. ბუნდესვერის სავარაუდო სცენარის მიხედვით, რუსეთი უახლოეს ხანში მობილიზაციის ახალ ტალღას გამოაცხადებს, ამის შემდეგ გაზაფხულზე კრემლი უკრაინაში ახალ შეტევას დაიწყებს, რასაც მოჰყვება უკრაინის არმიის უკანდახევა.


ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ფარული და შემდეგ უკვე ღია თავდასხმა დასავლეთზე ივლისში დაიწყება. „ბილდი“ წერს, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია კიბერთავდასხმები და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმების გამოყენება, შემდეგ კი, ამ სცენარის მიხედვით, ხდება შეტაკებები, რომელთაც რუსეთი გამოიყენებს საბაბად მასშტაბური წვრთნების დასაწყებად რუსეთსა და ბელარუსში.



სცენარის მიხედვით, სიტუაციის ესკალაცია შესაძლოა მოხდეს ოქტომბერში, თუ რუსეთი კალინინგრადში ჯარს და საშუალო მანძილზე მფრენ რაკეტებს განალაგებს. ბუნდესვერში ვარაუდობენ, რომ სუვალის დერეფანში მოხდება ხელოვნურად გამოწვეული კონფლიქტი და არეულობა მრავალრიცხოვანი მსხვერპლით.


ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმ მომენტში, როდესაც აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შემდეგ აშშ დროებით ლიდერის გარეშე დარჩება, რუსეთი ნატო-ს ტერიტორიაზე გაიმეორებს ისეთივე შეჭრას, როგორც ეს 2014 წელს ყირიმში გააკეთა. ამავე სცენარით, მაისში ნატო რუსეთის შესაკავებლად აღმოსავლეთ ფლანგზე 300 000 ჯარისკაცს გააგზავნის.(სტატიის ორგინალი ნახეთ ამ ბმულზე)

0
334
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0