x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ისინი სრულიად შემთხვევით გახდნენ ცნობილები - იცოდით?!
შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.






ვარსკვლავად არავინ იბადება. ბავშვობაში ყველა ისე ცხოვრობს, თამაშობს, უხარა და დადის სკოლაში, როგორც ყველა ბავშვი და ვერავინ წარმოიდგენს ამ ასაკში, რომ მსოფლიოს აღიარებული და უკვდავი ვარსკვლავი გახდება. მართალია, ზოგს აქვს სურვილი და ამბიცია და იღწვის ამ მიზნისკენ სიყრმიდან, მაგრამ დღევანდელი კრებულის ვარსკვლავები, შემთხვევით გახდნენ ცნობილები.




ისინი სრულიად შემთხვევით გახდნენ ცნობილები - იცოდით?!




1. ჯეისონ სტეტჰემი.image

12 წლის ასაკში სტეტჰემი იყო ბრიტანეთის მყვინთავთა ეროვნული ნაკრების წევრი და იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებში. ინტერვიუში მან თქვა, რომ სპორტი მისთვის უფრო ჰობი იყო და ფულს ლონდონის ქუჩებში სამკაულებისა და სუნამოების გაყიდვით შოულობდა. ჯეისონის გამორჩეული პრეზენტაციის უნარი ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა დააფასა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ მუშაობის შემდეგ სტეტჰემი შეხვდა რეჟისორ გაი რიჩის, რომელმაც მას წარმატების სამყაროს კარი გაუღო.





2. ტონი ბრექსტონი. image

რელიგიურ ოჯახში გაზრდილი გოგონა მასწავლებლის დიპლომის აღებას აპირებდა, მაგრამ გეგმები ერთმა შეხვედრამ აურია. ერთ დღეს ტონი ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა, რათა ავტომობილის ავზი შეევსო. თავის რიგს ელოდა და თავისთვის ღიღინებდა ისე, რომ გარშემომყოფებს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ მათ შენიშნეს იგი! უფრო სწორედ, მისი ნამღერი მოისმინა რიგის მომდევნო ვიზიტორმა, რომელიც მუსიკალური აგენტი იყო. ის მაშინვე მიხვდა, რა ნიჭის პატრონი იდგა მის თვალწინ და ტონი აუდიციაზე მიიწვია. ძალიან მალე კი მასწავლებლის პროფესია დავიწყებას მიეცა!





3. ჩენინგ ტატუმი. image

ბავშვობიდან სერიოზულად იყო დაინტერესებული სპორტით: ფეხბურთი, ბეისბოლი, მძლეოსნობა და კუნგ ფუ, მაგრამ შემდეგ მან უარყო სპეციალური სპორტული სტიპენდია კოლეჯში და მიატოვა. საკუთარი თავის ძიებაში მას არ ეშინოდა არანაირი სამუშაოს აღება საკუთარ თავზე: ის იყო გამყიდველი, მშენებელი, ბროკერი და სტრიპტიზიორიც კი. სწორედ სტრიპტიზიორობა, მისი მოქნილობა და რიტმის გრძნობა დაეხმარა მას როლის მიღებაში პოპულარულ ახალგაზრდულ ფილმში "Step Up", საიდანაც დაიწყო ტატუმის სამსახიობო კარიერა.




4. მელ გიბსონი.image

ორი ოსკარის გამარჯვებულმა, რომლის ფილმებმა მხოლოდ შეერთებულ შტატებში 2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, მხოლოდ ბარში ჩხუბის შემდეგ მიიღო ვარსკვლავების მოპოვების შანსი. ერთ დროს მსახიობის მამამ, ჰატონმა, ქალაქის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა და საქმე მოიგო და მიღებული თანხით ოჯახი ნიუ-იორკიდან ავსტრალიაში წაიყვანა.


იქ ახალგაზრდა მელმა გადადგა პირველი ნაბიჯები თეატრალურ სფეროში. მან ჩააბარა სიდნეის საშემსრულებლო ხელოვნების ინსტიტუტში და გამოჩნდა სპექტაკლებში, მათ შორის "რომეო და ჯულიეტა"-ში. გიბსონი იმ დროს სერიოზულად არ ფიქრობდა კინომსახიობის კარიერაზე, მაგრამ ერთ დღეს მისმა მეგობარმა სთხოვა მას "ქასთინგზე" წასვლა, სადაც, მისი თქმით, რაღაც მაგარი ფილმის გადაღება მიმდინარეობდა.


მოსმენის წინა დღეს გიბსონი ბარში მთვრალების ჩხუბში ჩაება. მეორე დღეს კი გადასაღებ მოედანზე დაზიანებული სახით გამოჩნდა და მაშინვე დაარწმუნა რეჟისორი, რომ ის იყო სცენარში აღწერილი გმირი უიმედო სამყაროდან და ის კვლავ მიიწვიეს, რადგან ფილმს ასეთი „პერსონაჟები“ სჭირდებოდა.


მაგრამ როდესაც მელი მეორედ მოვიდა, მისი სისხლჩაქცევები შენიღბული იყო და ძალიან გაბედულად და მიმზიდველად გამოიყურებოდა. შემდეგ რეჟისორმა ახალგაზრდა მსახიობი მიიწვია, რათა წაეკითხა ერთადერთი პერსონაჟის სიტყვები, რომელიც სინამდვილეში, სულაც არ ჰგავდა "ფსიქოპატს". შედეგად, მან მიიღო მთავარი როლი ფილმში "Mad Max", რომელიც გახდა მისი სავიზიტო ბარათი და ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში.





5. პამელა ანდერსონი. image

"მალიბუს მაშველთა" გუნდის ერთ-ერთი წევრის, პამელა ანდერსონის კარიერა ფიტნეს ინსტრუქტორიდან დაიწყო, როდესაც ის ლუდის ერთ-ერთმა კომპანიამ რეკლამაში გადასაღებად მიიწვია. პამელას დიდების მომენტი დადგა, როდესაც ის კანადის ფეხბურთის ლიგის მატჩზე გამოცხადდა მჭიდრო მაისურით და ლუდის კომპანიის ლოგოთი.


მატჩის ერთ-ერთი შესვენების დროს ოპერატორმა დიდ ეკრანზე აჩვენა პამელას გამოსახულება და ამან გამოიწვია მაყურებლის აღფრთოვანება. ძალიან მალე გამოჩნდა უამრავი შეთავაზება მამაკაცის ჟურნალებისთვის, ფოტო გადაღებისთვის და მოგვიანებით როლი ფილმისთვის.





6. ჰარისონ ფორდი. image

მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული მსახიობი კარიერის დასაწყისში მუდმივად უიღბლო იყო და როლიც რომ მიიღო, მონტაჟის დროს მისი მონაწილეობით ყველა სცენა ამოიჭრა. შედეგად ჰარისონმა ჰოლივუდში დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ პროფესიის შეცვლა მოუწია: დურგალი გახდა.


ერთხელ ის ერთ-ერთ კინოსტუდიაში კარს ცვლიდა ჯორჯ ლუკასის კომედიაში „ამერიკული გრაფიტი“-ს გადაღებებისთვის. რეჟისორმა სიმპათიური ბიჭი შენიშნა და მონაწილეობა შესთავაზა - ასე დაუბრუნდა ფორდი მსახიობის პროფესიას.





7. ჯონი დეპი. image

ბავშვობიდან ჯონი დიდებაზე ოცნებობდა, მაგრამ არა მსახიობობაზე. ახალგაზრდობაში ის გამუდმებით ოცნებობდა როკ ვარსკვლავი გამხდარიყო, ამიტომ დედამ მხარი დაუჭირა და მას პირველი გიტარა აჩუქა. სწორედ მუსიკამ გადაარჩინა 15 წლის ჯონი ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან. მოზარდობისას დეპი უკრავდა ბენდებში The Kids და P, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია.


20 წლის ასაკში ის დაქორწინდა ლორი ენ ელისონზე, რომელიც კინოსტუდიაში ვიზაჟისტად მუშაობდა. მან დეპს გააცნო ნიკოლას კეიჯი, რომელიც დაეხმარა მას პირველი როლის მიღებაში ფილმში "A Nightmare on Elm Street". როდესაც დეპის მომდევნო მუსიკალური ჯგუფიც დაიშალა, მან სერიოზულად დაიწყო მსახიობობა.





8. მერილინ მონრო. image

ცნობილი ქერა დივა, მოგეხსენებათ, საერთოდ არ არის ქერა. მომხიბვლელმა შავგვრემანმა, სახელად ნორმა ჯინ მორტენსონმა, ბავშვობა გაატარა ლოს-ანჯელესში, მიმღებ ოჯახებსა და ბავშვთა სახლებში გადაადგილებაში.


როცა ნორმა გაიზარდა, სამუშაოდ წავიდა სამხედრო ქარხანაში, სადაც ამოწმებდა პარაშუტებს და თვითმფრინავებს ასხურებდა სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებიც მათ ცეცხლგამძლეს ხდიდა. სწორედ იქ შენიშნა იგი გაზეთ YANK-ის ფოტოგრაფმა, რომელიც კარგ კადრებს ეძებდა ჯარის "სიმამაცის ასამაღლებლად". შედეგად, მომხიბვლელი მუშის ფოტო გარეკანზე მოხვდა.

ფოტოგრაფმა მაშინვე აღნიშნა, რომ ასეთი მონაცემებით მას შეეძლო მსოფლიოს დაპყრობა. გოგონამ კი სამსახიობო კურსების გავლა გადაწყვიტა, ვარცხნილობა შეიცვალა და თმა შეიღება, ასე გადაიქცა ლეგენდარულ ქერად.



0
113
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0