x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არავინ არ იცის, რა რატომ ხდება, რადგან შეუცნობელია უფლის გზები“ - რას წერს ხატია სიჭინავა

image


ჟურნალისტი ხატია სიჭინავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წმინდა მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს და წერს:


"წმინდა მატრონას ხატის ამბავზე სულ ის ამბავი მახსენდება …


ქალს შვილები მშიერი ყავდა და ვერაფერი მოიფიქრა რომ ბავშვები გამოეკვება. აიღო ტელეფონი და რადიოს პირდაპირ ეთერში დარეკა. ღმერთო ვიცი გესმის ჩემი ხმა, გამომიგზავნე საკვები, რომ ბავშვები დავაპუროო. ამ რადიოს ერთი ურწმუნო მილიონერი უსმენდა. იფიქრა ქალს გავეღადავებიო. შეუკვეთა ძვირფასი საკვები, დარეკა რადიოში, გაიგო ამ ქალის მისამართი და მიადგა სურსათ სანოვაგით. ქალმა კარი გაუღო და რომ დაინახა უამრავი საკვები ღმერთს მადლობა გადაუხადა. კაცი გაბრაზდა და კითხა: მართლა გგონია რომ ღმერთმა გამოგიგზავნაო? მე გიყიდეო. მაგას არა აქვს მნიშვნელობა, ღმერთმა თუ მოინდომა ეშმაკიც ემორჩილებაო


მიუგო ქალმა.


არავინ არ იცის რა რატომ ხდება, რადგან შეუცნობელია უფლის გზები"– ვკითხულობთ ხატია სიჭინავას ფეისბუქპოსტში.






0
146
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
146