ტენდენციები
"ში#ველი" მოდა: 5 ვარსკვლავი, რომელმაც ყურადღება აღარ იცის როგორ მიიპყროს
13 იანვარი, 12:47
ყოველწლიურად ცნობილი ადამიანებისთვის სულ უფრო რთული ხდება კონკურენტებს შორის გამორჩევა. სელებრითების უმრავლესობა ცდილობს იზრუნოს საკუთარი სხეულის ფორმებზე, იყოს ტრენდული და ყველანაირად გამოირჩეოდეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ყურადღების მიპყრობისა და საკუთარი პერსონისადმი გარშემომყოფთა ინტერესის გაზრდის მიზნით მზად არის საკუთარ სტილსაც კი უღალატოს და აქცენტი უფრო თამამ, ნახევრად შიშველ სამოსზე გააკეთოს.
ირინა შეიკი
მომხიბვლელი ირინა შეიკის წინა წლის გარდერობში ბევრი გამორჩეული და დასამახსოვრებელი სამოსი იყო, და თუკი პოდიუმზე გამჭვირვალე კაბებში გამოწყობილი მოდელი ყველასთვის მაინც შეუმჩნეველი რჩება, კანის კინოფესტივალზე მან თავისი შიშველი "ლუქით" საზოგადოება შოკში ჩააგდო. ამ მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის სუპერმოდელმა ქვედა საცვალი, სტრინგები და თხელი ქსოვილის ნაჭერი შეარჩია, რამაც ფესტივალის სტუმრების სრული აღფრთოვანება გამოიწვია.
ემილი რატაკოვსკი
კოლეგას სითამამეში არც ემილი რატაკოვსკი ჩამორჩა. რა თქმა უნდა, უკვე მივეჩვიეთ "შიშველი" კაბებისა და თამამი საცურაო კოსტუმებისადმი მის განსაკუთრებულ სიყვარულს, თუმცა წელს რატიკოვსკიმ ძალიან ქალური, ნახევრად შიშველი "ლუქი" შეარჩია: მართალია, ის კამერების წინ საცვლების გარეშე პოზირებდა, თუმცა მისი კაბის დელიკატური პრინტი მოდელის ყველა ინტიმურ დეტალს ფარავდა.
ჰოლზი
ჰოლზის ეპატაჟური ჩაცმულობისადმი სიყვარული ვერც ბავშვის დაბადებამ გაუნელა. მისი "ლუქები" დღემდე იპყრობს თაყვანისმცემლების ყურადღებას, ხოლო მომღერალი მათში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.
ჯენიფერ ლოპესი
54 წლის ჯეი ლო 2023 წელს "შიშველი" კაბებით რამდენჯერმე გამოჩნდა და ყოველ ჯერზე საოცრადაც გამოიყურებოდა. მის ასაკში, როცა ბევრს უკვე საკუთარი სხეულის ჩვენებაც კი ეუხერხულება, ის მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის თამამ სამოსს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ირჩევს. მაგალითად, მისი ერთ - ერთი ყველზე დასამახსოვრებელი გამოჩენა "Lacma"-ას მუზეუმში გამართულ წვეულებას უკავშირდება, სადაც მომღერალი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. აღნიშნული ღონისძიებისთვის მან არჩევანი მაქმანებიან, მდიდრულ კაბა-ბიუსტჰალტერზე შეაჩერა, რომელიც ლამაზმანს მართლაც განსაკუთრებულად უხდებოდა.
რიანა
რიანა "გრემის" დაჯილდოებაზე "იდუმალი" კაბით გამოცხადდა. ერთი შეხედვით, მომღერლის სხეულზე უჩვეულო არც არაფერი ხდებოდა, თუმცა როგორც კი სცენაზე ასული პოპ-დივა ზურგით შებრუნდა, პუბლიკის მთელი ყურადღება მის შთამბეჭდავ "ღრმა ჭრილზე" ფოკუსირდა.