მოვლენები დაუვიწყარი მოდური პერსონაჟები 2000-ანების სერიალებიდან 2024, 12 იანვარი, 21:22 ალბათ, ბევრს გვენატრება 2000-იანები. ზოგს, 2000-იანები უფრო მეტად გულთბილი ურთიერთობებისა და საინტერესო მოსაუბრეების გამო ენატრება(მათ შორის, მეც). ზოგს კი, 2000-იანების დაუვიწყარი მოდური მომენტებისა და პერსონაჟების გამო, არ ავიწყდება. მე კი, უფრო მეტად, იმის გამო მენატრება, ზემოაღნიშნული პერიოდი, რადგან ადრე სალფეტკებისგან, თოჯინებისთვის, კაბებს ვქმნიდი და მე-2 კლასში ჩემი, პერსონალური, გამოფენაც კი მოვაყწვე, სახელწოდებით, "თოჯინები იციანიან" (ამაზე, მოდით სხვა სტატიაში ვისაუბრებ).
2000-იანებში სხვადასხვა მოდური ტრენდი კარგად ჰქონდა შერჩეული რამდენიმე სერიალსაც და მათი პერსონაჟები, საყოველთაო, მოდის სიმბოლოებადაც კი იქცნენ. დღევანდელ სტატიაში, გთავაზობთ, რამდენიმე დაუვიწყარ მოდურ პერსონაჟს 2000-ანების სერიალებიდან.
1. სამერ რობერტსი ("ფორთოხლის ქვეყანა'' 2003-2007)
სამერ რობერტსის სტილი იყო ერთ-ერთი თვალისმომჭრელი სტილი, რაც კი 2000-იანების პერიოდში შექმნილა. ცხოველების უფლებათა დამცველი და ამავდროულად, მოდური პერსონაჟი უცხო იყო 2000-იანების ეპოქისათვის, თუმცა, მაყურებელმა სამერ რობერტსის პერსონაჟი, მაინც, შეიყვარა.
მისი სტილი, იმდენად, კომფორტული იყო, რომ ნებისმიერ ადამიანს მოუნდებოდა, მისი სტილის, სათავისოდ, ''გადმოკოპირება''. მისი ჩაცმულობა იყო, როგორც სადა, ისე კლასიკური და მის ყველა ჩაცმულობას თან სდევდა სხვადასხვა შესაფერისი და მოდური სამკაულები, რომლებიც მის სტილს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდიდა. 2. ბლერ ვალდორფი ("ჭორიკანა გოგო'' 2007-2012) სერიალებს შორის, რომ საყოველთაო მოდის სიმბოლოდ (მართალია პერსონაჟი გამოგონილია, მაგრამ ბავშვობაში მახარებდა, ის ფაქტი, რომ ერთ დღეს გვქონდა დაბადების დღე) ბლერ ვალდორფია აღიარებული, ალბათ, ამაში ვერც ვერავინ შემედავება. მისი სტილი იმდენად, ორიგინალური, მოდური და თვალისმომჭრელი იყო, რომ მის ქარიზმატულობას ხაზს, ძალზე, კარგად უსვამდა. მისი თმის საბნევები, კი ძალზე ამშვენებდა მის სტილს და არაერთი ადამიანის ინსპირაციაც კი გამხადარა (მათ შორის ჩემიც, რომელსაც კარადაში, დღემდე, შენახული მაქვს ბლერის თმის საბნევების მსგავსი, სხვადასხვა სტილის, თმის საბნევები). 3. რობინ შერბაცკი ("როგორ შევხვდი დედათქვენს'' 2005-2014) ფემინისტი, დამოუკიდებელი, "ძაღლების მშობელი'', კეთილშობილი და მოდური პერსონაჟი (რაღაც მომენტში მეგონა საკუთარი თავი აღვწერემეთქი) რობინ შერბაცკი, ერთადერთი, პერსონაჟი იყო, რომელიც გარეგნობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, თუმცა, ყოველთვის, გამიზნულად თუ გაუმიზნავად მაინც მოუდრად გამოიყურებოდა. მისი სტილი იმდენად უბრალო იყო, რომ ეს "უბრალოება'' მას ძალზე ამშვენებდა. მისი იდეალური ვარცხნილობა კი მისი "საქმიანი ქალის'' სტილს უფრო მეტად ამყარებდა და იდეალურს ხდიდა. 4. ელენა გილბერტი ("ვამპირის დღიურები'' 2009-2017) მიზანსწრაფული, კეთილი, "მწერლის ტიპაჟი'', ელენა გილბერტი 2000-ანების, ეპოქის, მიწურულის და 2010-იანების, ეპოქის, დასაწყისის, დაუვიწყარ პერსონაჟს წარმოადგენდა. იგი, თავისი განსაკუთრებული, ორიგინალური და ამავდროულად, მოდური სტილით, ძალზე საინტერესო პერსონაჟად მოგვევლინა. მისი სტილი მოიცავდა, როგორც კლასიკურ, ისე ყოველდღიურ, სპორტულ და თავმდაბალ სტილს. არანაირი ''ვულგარულობა'' მის სტილში არ გამოიხატებოდა, მხოლოდ დახვეწილობა და მოკრძალება, სწორედ, ეს ხდიდა მის პერსონაჟს ასეთ საინტერესოსა და გასაოცარს, ჩემნაირი, ადამიანებისთვის, მაინც. 77 2-ს მოსწონს
|