x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მესამე სამყაროს ქვეყნების პირველი ღამის 5 ველური ტრადიცია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ!

image


ყველა ქვეყანას თავისი საქორწინო ადათ-წესები გააჩნია, მაგრამ ის, რაც აფრიკის ზოგიერთ ტომში ხდება, უბრალოდ გასაოცარია. წარმოგიდგენთ, აფრიკაში დღემდე შემორჩენილი პირველი საქორწინო ღამის 5 სრულიად გაუგებარ ტრადიციას, რომელიც თავისი სიველურით შოკში ჩაგაგდებთ.


1. ბერბერული ტომები


image


ბერბერული ტომიდან ნეფე - პატარძალი საქორწინო ცერემონიის შემდეგ მარტო არასდროს რჩება. მათ საქორწინო ღამე არც მეტი, არც ნაკლები კოლექტიური აქვთ. ახალდაქორწინებულებს რამდენიმე ოჯახური წყვილი უერთდება, რომლებიც მათ სასიყვარულო საიდუმლოებებს უზიარებს, "საგანმანათლებლო- სააღმზრდელო" პერიოდმა შესაძლოა რამდენიმე დღესაც კი გასტანოს.


2. კენია


image


რუანდაში, კენიასა და სუაჰილის ენაზე მოსაუბრე სხვა ქვეყნებში ახალდაქორწინებულებს უყურადღებოდ ასევე არ ტოვებენ. ტრადიციის თანახმად, ახალგაზრდებთან ერთად პატარძლის უხუცესი ნათესავი წვება, რომელიც პროცესს თვალყურს ადევნებს, ხოლო დილით ყველას უამბობს თუ როგორ ჩაიარა ყველაფერმა.


3. უგანდა

image


ჩრდილო-დასავლეთ უგანდაში მცხოვრები ბანიანკოლეს ტომში იმისთვის, რომ პატარძლის დეიდა დარწმუნდეს რომ საქმროს პოტენციასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ აღენიშნება, ქორწილამდე ღამეს დისშვილის რჩეულთან ატარებს, შემდეგ კი უკვე თავად პროცესსაც ესწრება.



4. ტანზანია


image


ტანზანიაში პატარძალი ცერემონიაში საერთოდ არ მონაწილეობს, სანამ ყველა მხიარულობს, ის ასე ჩაცმულ - მოკაზმული სახლში ქმარს ელოდება, რომელიც ღამით მოდის და ცოლ-ქმრული ცხოვრებაც იწყება.



5. სუდანი

image


ნუერის ტომში საქორწინო ზეიმის შემდეგ მეგობრებს პატარძალი საქმროს სოფელში მიჰყავთ, სადაც ჯერ მას თავს პარსავენ და ქმართან მხოლოდ უკვე ამის შემდეგ მიჰყავთ. ამ რიტუალის მნიშვნელობა ბოლომდე გასაგები არ არის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: თმიან გოგონას კანონიერ მეუღლესთან დაწოლის უფლება არ აქვს.







0
209
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
209