x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
სანამ არ დაწერ

(სანამ არ დაწერ, სანამ არ დაწერ)

"სანამ არ დაწერ, სანამ არ დაწერ...
გტკივა, განიცდი, წვალობ...
დაწერ და მაინც ვერა გრძნობ შვებას,
ტანჯვის ახალ გვერდს სწავლობ.

სანამ არ დაწერ, სანამ არ დაწერ...
დაკარგვის შიშით ჯავრობ.
რაღაც აკლია... რაღაც ვერა სთქვი...
ვერ მიუსწარი, -ნანობ.

სანამ არ დაწერ, სანამ არ დაწერ...
ვეღარ ისვენებ, -არ თმობ.
დაწერ და მაინც ახალს შეჰყურებ,
ახალ ლოდ-ყინულს ადნობ."

ლაშა ლილუაშვილი 2024წ.

0
1
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ლილუაშვილი
ლაშა ლილუაშვილი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0