x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ნახე, ქართულიც სცოდნია ამ დივერსანტსო და ისე სცემეს, ლამის სული გააძრეს" - ზაზა კოლელიშვილის მოყოლილი სახალისო ისტორია

image

11 იანვარი ზაზა კოლელიშვილის დაბადების დღეა, მომავალმა მსახიობმა, რეჟისორმა და სცენარისტმა 1981 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1981 წელს, ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1996 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კი 1997 წელს.


კოლელიშვილი დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "გარიგება"(1993), "არჩევანი"(2003), "ქუთაისელი ბაბუა"(2007), "გარიგება 2"(გარიგება 20 წლის შემდეგ, 2011) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "ორი ხევსური"(2006), "ომი და ქორწილი"(2010); პროდიუსერია ფილმების: "ომი და ქორწილი"(2010), "საქართველო ჩემს გულში"(2004);



გადაღებულია ფილმებში: "ნატვრის ხე"(შეთე, 1976), "შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე"(1981), "კუკარაჩა"(მურტალო, 1982), "დედუნა"(1985), "ხარება და გოგია"(ჟორჟიკა ბერძენიშვილი, 1987), "მედიატორი"(2008), "გარიგება 2"(გარიგება 20 წლის შემდეგ, მიტო, 2011) და სხვა.



დღეს შემოგთავაზებთ ერთ სახალისო ისტორიას, რომელსაც ზაზა კოლელიშვილი პაპამისზე იხსენებს:



„პაპაჩემი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი იყო, თელავის თეატრში მოღვაწეობდა და ომის დროს ასეთი ისტორია შეემთხვათ: მსახიობებს სპექტაკლის გამო ფაშისტების უნიფორმა ეცვათ და ტყეში ისე წავიდნენ, არ გამოუცვლიათ. უშიშროებამ იფიქრა ფაშისტებმა დესანტი გადმოსხეს თელავშიო და ყველა დააკავეს. პაპაჩემმა პირი დააღო, რომ ეთქვა, მსახიობები ვართო, მაგრამ არ დააცადეს, – ნახე ქართულიც სცოდნია ამ დივერსანტსო და ისე სცემეს, ლამის სული გააძრეს."

0
340
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0