x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"თქვენ რაც გაქვთ ჩადენილი 21-ე საუკუნეში, სტალინს კი არა, ჰიტლერს არ მოსვლია აზრად"-ამირან სალუქვაძე

image

"ჯერ ჩამოლაგდნენ მარგინალები, ნატაფერაძის (ერთად იწერება) დამცველი მაჯლაჯუნები, ვრცელი სიაა, არ დავანაგვიანებ აქაურობას, დააცხვეს მხარდამჭერი პოსტები და ვანდალიზმი ეკლესიის და სიწმინდეების სატანისგან დაცვად მონათლეს.
image
ხომ წარმოგიდგენიათ, კოლექტიური ნატაფერაძეები, თურმე, სატანის წინააღმდეგ მებრძოლებად მოგვევლინენ. მთელი ცხოვრება ეკლესიას, ყველაფერ ქართულს დავტრადიციულს ებრძვიან და ახლა გახდნენ პატრიარქზე მეტი მართლმადიდებლები?!
image
მერე მიხვდნენ, რომ მაგარ ქაქში შეტოპეს და ვისაც მხარდაჭერა არ ჰქონდა გამოცხადებული, ვანდალიზმს და ეკლესიაში საღებავებით თუ კვერცხებით სირბილს გაემიჯნენ.
image
ჯერ ნიკაგვარამია დადგა ოჯახის, ეკლესიის და სიწმინდეების სადარაჯოზე, შემდეგ ხაბე შეუერთდა, ალბათ დავალება მიიღო, და მიყვნენ სხვებიც. აღარ ჩამოვთვლი.
image
ხალხს მთელი ნახევარი დღე დასჭირდათ იმის მოსაფიქრებლად, რა პოზიცია დაეჭირათ. არჩევნები მოდის და ნატაფერაძისგან დისტანცირება ამჯობინეს ორი მილიონი მართლმადიდებლისგან გამიჯვნას.image
ზოგიერთმა გარეწარმა ის ხალხი, ვინც ეკლესიაში ვანდალიზმი დაგმეს, სტალინის დამცველებად გამოაცხადეს.
image
ნაცმოძრაობის მედია, მ.შ. რადიო სვაბოდა, ორკესტრირებულად, წმინდა მატრონას ხატს უტიფრად სტალინის ხატს უწოდებენ. არადა, სტალინის სიუჟეტი ერთ-ერთია 18-დან, რომლების წმ. მატრონას მოღვაწეობას ეხება.
ხატზე მხოლოდ წმ. მატრონა რომ ყოფილიყო, არც მიაქცევდნენ ყურადღებას. არადა, თუ მისი მოღვაწეობა დაკავშირებული იყო სტალინთან, გამოსახავდნენ თუ არა ხატზე, რა მნიშვნელობა აქვს?
image
კოლექტიურ ნაცმოძრაობას, როგორც ჩვევიათ, აღმოაჩინეს, რომ ეს ხატი მათთვის კარგი თემა იქნებოდა ეკლესიაზე და ქართულ ოცნებაზე შეტევისთვის.
დაარქვეს სტალინის ხატი, ამოქოქეს მესიჯბოქსი და წამოვიდა პოსტების და სიუჟეტების ნიაღვარი.
image
სტალინის ხატი ზუსტად იგივენაირად დაარქვეს, როგორც ამერიკულ კანონს დაარქვეს რუსული, 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს პიჯაკების საქმე, ქართულ ოცნებას რუსული და პუტინის დავალებით ივანოვის მიერ ხელისუფლებაში მოსულ ნაციონალურ მოძრაობას - ქართული.
image
ასე იციან, აიჩემებენ და იმეორებენ თუთიყუშებივით: "სტალინის ხატი", "პიჯაკების საქმე", "რუსული კანონი..."
image
ჯერ თვითონ ნაცმოძრაობამ ამოქოქა საინფორმაციო მანქანა, წაახალისა ნატაფერაძეები ვანდალიზმისკენ და შემდეგ ზუსტად ისინი განუდგნენ, ვისი მედიები და პარტიებიც ეკლესიას ემუქრებოდნენ.
image
სტალინის ფიგურის განხილვას არ შევუდგები. ამათგან განსხვავებით ყველა სამხედრო თუ სამოქალაქო მაღალჩინოსნის ან სხვა პირის მემუარები მაქვს წაკითხული, ვისაც კი სტალინთან უმუშავია. მისი დამსახურებებიც ვიცი, მ.შ. კაცობრიობის წინაშე, ასევე დანაშაულებიც, ასევე კაცობრიობის წინაშე.
ოღონდ სტალინის დანაშაულებზე ნაცმოძრაობა ნუ ილაპარაკებთ. თქვენ რაც გაქვთ ჩადენილი 21-ე საუკუნეში, სტალინს კი არა, ჰიტლერს არ მოსვლია აზრად ლამის საუკუნის წინ. გაზის კამერებში წვავდნენ ხალხს, მაგრამ ადამიანთა დამცირების სააკაშვილის გარემოცვის მიერ დანერგილი მეტოდები გესტაპოსაც შეშურდებოდა. ასე რომ, არ გინდათ სატანის სხვაგან ძებნა, ჯერ საკუთარ რიგებში მონახეთ.
image
კიდევ გაგიმეორებთ, რა თქვენი საქმეა მართლმადიდებელ ეკლესიებში როგორი ხატები იქნება, თქვენ დადიხართ სალოცავად? არა. ჰოდა, მიხედეთ თქვენს სალოცავებს, თუ გაგაჩნიათ. ეკლესია და მისი მრევლი მიხედავს თავისას.
თქვენ რომ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი იყოთ, გეტყვით როგორ უნდა მოქცეულიყავით: მშვიდად მოგეთხოვათ ახსნა-განმარტება საპატრიარქოსგან. თუ არ მოგეწონებოდათ ეკლესიის პასუხი, დაგეფიქსირებიათ საკუთარი პოზიცია. მეტს მიაღწევდით თქვენს ბნელ მიზნებში.
ამიტომ ახლა გამიჯვნა დაგვიანებულია. თანაც, თქვენგან, კოლექტიური ნაცმოძრაობისგან, ოჯახის სიწმინდეების, ეკლესიის და ტრადიციული ღირებულებების დაცვის პოსტების გამოფენა ძალიან სასაცილოა, როცა წლებია ამ ყველაფერს ებრძვით.
იმ დეტალებში არ შევდივარ, რამდენ ხატზეა სატანა გამოსახული. განკითხვის დღის ხატი ნახეთ. არც იმის გარჩევას დავიწყებ წმ. მატრონას ხატზე სტალინი პოზიტიურ როლშია თუ არა. სამსჯელოა. ხატზე წმ. მატრონას ცხოვრება და მოღვაწეობაა ასახული.
მოგწონს, არ მოგწონს, ორივე რეაქციის გამოხატვის ფორმები არსებობს. ვანდალიზმი კი ვანდალიზმია. ვერსად გაექცევით. ეს ვანდალიზმი თქვენ წაახალისეთ, თქვენი პოსტებით და მედიებით."-წერს სოციალურ ქსელში გენერალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.
შეგახსენებთ, სამოქალქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ, ნეტარ მატრონას ხატს საღებავი შეასხა, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე გამოსახულია იოსებ სტალინი, რამაც საზოგადოების ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია.
image

იხილეთ თემის გაგრძელება:მართლა დაიმდაბლა თავი სტალინმა და მართლა სტუმრობდა ნეტარ მატრიონას?

image

"ვის რაში ჭირდება ახლა სტალინის მორწმუნედ წარმოჩენა? -თამაზ ლომიძე და ამ დროს რას ამბობდა სტალინზე ილია მეორე?

1
579
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
579
  
10 იანვარი, 12:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1