ყველა "ღირსება" გამოამზეურეს: ვარსკვლავები, რომლებიც საჯაროდ შერცხვნენ
8 იანვარი, 16:27
ტაბლოიდური ჟურნალების გარეკანიდან ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოველთვის იდეალურად და სრულყოფილად გამოიყურებიან. ჩვენ კი მათი სრულყოფილი გარეგნობით აღფრთოვანებულები ვერც კი ვხვდებით, როგორ ახერხებენ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ასეთ ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას, თუმცა ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით რომ სინამდვილეში ვარსკვლავები სულაც არ არიან ისეთი სრულყოფილები როგორც ისინი სხვადასხვა მოდური გამოცემების ყდებზე ბრწყინავენ და ამას პაპარაცული ფოტოებიც ადასტურებს.
მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლებიც ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ, მრავალი ნაკლითა და სხეულის არასრულყოფილი ფორმებით, თუმცა ისინი საკუთარი პრობლემური კანისა და რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დასამალად საკმაოდ ეფექტურ ხრიკს მიმართვენ, ასე მაგალითად, თითქმის ყველა ცნობილი ქალბატონის გარდერობში მაკორექტირებელ თეთრეულს აუცილებლად შეხვდებით, რომლის საშუალებითაც ისინი მომხიბვლელ ფორმებს ყოველგვარი დამქანცველი დიეტებისა თუ მოსაბეზრებელი ვარჯიშების გარეშე აღწევენ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 ვარსკვლავურ ქალბატონს, რომელიც პაპარაცებმა სრულიად შემთხვევით სპეციალური თეთრეულის ტარებისას "გამოიჭირეს".