ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი ეს არის "საშუალო სტატისტიკური მამაკაცის საოცნებო გოგონა" 8 იანვარი, 13:13
მოდელი ემილი პელეგრინი სოციალურ ქსელებში აქტიურად იძენს პოპულარობას - რამდენიმე თვეში უკვე 150 ათასმა მომხმარებელმა გამოიწერა. ემილის აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება: ის მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ასე აღწერა ის ნეირო ქსელმა "საშუალო სტატისტიკური მამაკაცის საოცნებო გოგონა".
მოდელი ემილი პელეგრინი ( (Emily Pellegrini) სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და სულ რაღაც 4 თვეში 150 ათასი გამომწერი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფოტოები და ვიდეო შეიძლება რეალისტური ჩანდეს, სამწუხაროდ, ის მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ემილის შემქმნელმა, ამავდროულად, რამდენიმე თვეში უკვე იშოვეს მისგან 10 ათასი დოლარი უბრალოდ AI მოდელის კონტენტის გამოქვეყნებით.თუმცა ზოგიერთი "ფანი" მაინც ფიქრობს, რომ ის რეალურია.
"GPT-ის ჩატში ვიკითხე, როგორ გოგოზე ოცნებობს საშუალო სტატისტიკური მამაკაცი. ნეიროქსელმა დაწერა, რომ მას გრძელი წაბლისფერი თმა და გრძელი ფეხები აქვს, ამიტომ ზუსტად ისეთი გავაკეთე, როგორც იქ იყო აღწერილი. მინდოდა, რაც შეიძლება რეალისტური ყოფილიყო. “ - განაცხადა მოდელის შემქმნელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. მოდელი სწრაფად იძენს პოპულარობას და კომენტარებში ასობით კომპლიმენტს იღებს. ემილის შემქმნელის თქმით, ცნობილმა ადამიანებმაც კი მისწერეს: ფეხბურთელები, მილიარდერები, MMA მებრძოლები და ჩოგბურთელები. მას ერთმა ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა ასეთი კითხვა დაუსვა: "რატომ არ ჰყავს ასეთ ლამაზ გოგონას შეყვარებული?" "მათ ჰგონიათ, რომ ის ნამდვილია. ისინი მას დუბაიში ეპატიჟებიან, რათა შეხვდნენ და ლამაზ რესტორნებში ისადილონ. ერთ მომენტში ვიფიქრე: "რა ჯანდაბა ხდება?" - ამბობს ეკაუნტის ავტორი. „თავიდან მასზე დღეში 14-16 საათი ვმუშაობდი, რათა გამეგო, რა პროგრამები იქნებოდა შესაფერისი სახის, სხეულისა და ვიდეოს მონტაჟისთვის. ახლა კონტენტზე ყოველდღე რვა საათი ვმუშაობ. როგორც ჩანს, ორმაგ ცხოვრებას ვეწევი. მაგრამ ნამდვილად არ მინდა ვიყო საჯარო. არ მინდა ვიყო უბრალოდ მორიგი ინტერნეტ ინფლუსიერი, რომელიც პოსტავს რას აკეთებს და რას ჭამს. ეს უბრალოდ ჩემი საქმე არ არის", - ამბობს ავტორი. დეკემბერში ვწერდით კიდევ ერთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მოდელზე, ავსტრალიელ სარა ჯორდანზე-(იხილე ბმული)880 2-ს მოსწონს
|