სხვა რატომ უნდა ჩავდოთ ჩაის გამოყენებული პაკეტი ნიჟარაში - რას შვრება ის? 30 იანვარი, 11:00 ფინჯანი ჩაის მირთმევისას ყველაფერი ცოტა უფრო სასიამოვნო ხდება: საუბრები უფრო შინაარსიანია, ხოლო მიმდინარე პრობლემები, არც ისე დამთრგუნველი. და აშკარად უფრო მეტი სარგებელი აქვს ამ მყუდრო სასმელს, ვიდრე მის მარადიულ კონკურენტს - ყავას. მაგრამ მას შემდეგ, რაც დაასრულებთ მის დალევას, ნუ იჩქარებთ გამოყენებული პაკეტის გადაგდებას. ჩადეთ იგი თქვენს სამზარეულოს ნიჟარაში. და მაინც, რას შვრება ის?
რატომ უნდა ჩავდოთ ჩაის გამოყენებული პაკეტი ნიჟარაში - რას შვრება ის?1. ჩაის პაკეტი ცხიმიანი ჭურჭლის წინააღმდეგ. ჩაის პაკეტი მოათავსეთ ნიჟარაში, დაახშეთ სანიაღვრე ხვრელი და აავსეთ ნიჯარა თბილი წყლით. მოათავსეთ ჭუჭყიანი ჭურჭელი მიღებულ „აბაზანში“ და გააჩერეთ 10 წუთით, რაც საშუალებას მოგცემთ დაშალოთ ყველაზე ჯიუტი ცხიმიც კი (მათ შორის თავად ნიჟარის კედლებზე არსებული), ეს დაგეხმარებათ გარეცხოთ ყველაფერი ძალისხმევისა და, რაც მთავარია, სპეციფიკური სუნის გარეშე. 2. ჩაის პაკეტი საყინულეში ან მაცივარში უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგოდ. რამდენიმე პაკეტი ერთდროულად შეაგროვეთ, გამოწურეთ ზედმეტი ტენი და მოათავსეთ პლასტმასის ჭურჭელში ან თეფშზე. თავის დაფარვის გარეშე შედგით მაცივარში. სულ რამდენიმე საათის შემდეგ შეამჩნევთ, რომ მაცივარში უსიამოვნო სუნი აღარ არის. ის მშვენივრად ახდენს დეზოდორიზაციას! 3. ჩაის პაკეტი ფეხსაცმელში უსიამოვნო სუნის შესანიღბად. უცილებლად ჩადეთ მშრალი ჩაის პაკეტი ფეხასაცმელში. ჩაის ექნება კარგი დეზოდორაციული ეფექტი და გაუმკლავდება ბაქტერიებს, რომლებიც აპროვოცირებენ სპეციფიკურ „სურნელს“. სხვათა შორის, შეუცვლელი ცხოვრებისეული ჰაკია სპორტდარბაზში სიარულისთვის. 4. ჩაის პაკეტი მზის დამწვრობაზე. ჩაი შეიცავს ტანინის მჟავას და თეობრომინს, რომლებიც ამშვიდებს ქავილს, ხსნის შეშუპებას და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. და თუ პაკეტს წინასწარ გააგრილებთ, დამამშვიდებელი ეფექტი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. 5. ჩაის პაკეტი იმისათვის, რომ ტუჩსაცხი თანაბარი და გლუვი იყოს ტუჩზე. ჩაის პაკეტი იქნება კარგი დამარბილებელი ნიღაბი ტუჩების კანისთვის. უბრალოდ დაიდეთ (თბილი და სველი) ტუჩებზე 5-10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ნაზად დაიმასაჟეთ კანი მშრალი კბილის ჯაგრისით. შედეგი: აღარ გექნებათ ტუჩები აქერცლილი და ნებისმიერი მქრქალი პომადა იდეალურად წაგესმევათ. 6. ჩაის აბაზანა დაღლილი ფეხებისთვის. სახლში სპა მკურნალობა დაგეხმარებათ ფეხების კანის მოწესრიგებაში და ამავდროულად მოგიხსნით დაღლილობას. სხვათა შორის, მწვანე ჩაის აბაზანები კარგი დამატებაა სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. 7. უტილიზაცია და არომატიზაცია. და ბოლოს, გადააგდეთ ჩაის პაკეტები ურნაში და შედეგად მიიღებთ სასიამოვნო ბონუსს: ნაგვის ურნას დამთრგუნველი სუნი აღარ ექნება. 135 3-ს მოსწონს
|