x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ბიანკა ცენსორის შავბნელი წარსული

image


ბოლო პერიოდში ფაქტიურად ყველა დასავლური მედია ქანიე უესტის ახალი მეუღლის, ბიანკა ცენსორის ნათესავების შესახებ გამჟღავნებულ დეტალებზე საუბრობს, რის შემდეგაც რეპერს კეთილისმსურველებმა ურჩიეს მასთან უკიდურესად ფრთხილად ყოფილიყო და ის ზედმეტად არ გაეღიზიანებინა.


image


ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ცენსორის ოჯახი ავსტრალიაში საცხოვრებლად გასული საუკუნის 60-იან წლებში გადავიდა, ხოლო ბიანკას მამა ლეო და მისი ორი ძმა აშკარად არ აპირებდნენ პატიოსნად ცხოვრებას, ამიტომ როგორც კი ბიჭები წამოიზარდნენ, მათ მელბურნში საუკეთესო იტალიური ტრადიციებით მაფიოზური კლანი ჩამოაყალიბეს.


image


ქანიე უესტის მეუღლის ნათესავებს შორის, განსაკუთრებული სისასტიკით ერის ცენსორი გამოირჩეოდა, რომელსაც მეტსახელად მელბურნის ალ კაპონესაც კი უწოდებდნენ, მაშინ როდესაც მეორე ძმა, ედმონდო რაზე აღარ იყო ნასამართლევი - მათ შორის პოლიციელებზე თავდასხმისთვის, ქურდობისა და მუქარისთვის.


image


რაც შეეხება ბიანკას მამას, ლეოს, ის დროს უქმად ასევე არ კარგავდა და იმ კარტელის ნაწილი იყო, რომელიც ავსტრალიის მიწისქვეშა სათამაშო ინდუსტრიის დიდ ნაწილს აკონტროლებდა, რის შედეგად დიდძალი ქონებაც დააგროვა, თუმცა საბოლოოდ თქვა თუ არა მან უარი კრიმინალურ წარსულზე დანამდვილებით უცნობია. თავად ბიანკა უზრუნველ გარემოში გაიზარდა, რომელიც სტუდენტობის წლებშიც კი ყველას თავისი ძვირადღირებული და ძალიან გამორჩეული ჩაცმის სტილით აოცებდა.









0
600
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
600