x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"ცოტა წყნარად! ასეთი ფიგურა დაუფარავ შურს იწვევს“-კენდალ ჯენერის სუპერვულგარული ფოტოსესია(ფოტოები)
image

კენდალ ჯენერი ახალი წლის პირველ დღეებს კარიბის ზღვის აუზში ატარებს. მოდელმა კუნძულ ბარბადოსზე პიკანტური ფოტოსესია გამართა.


კენდალი მომღერალ რიანას სამშობლოში მეგობრებთან ერთად წავიდა, მათ შორის არიან მომღერალი ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე ჰეილი. ისინი ატლანტის ოკეანეში ბანაობენ, მზის მცხუნვარე სხივების ქვეშ ირუჯებიან და მარადიული ზაფხულის გარმოცვაში მხიარულობენ.


მსოფლიო პოდიუმების ვარსკვლავმა სენსიტიური ფოტოსესია მოაწყო სანაპიროზე, იმ დროს, როცა მზე უკვე ჩადიოდა.


image

მოდელმა უარი თქვა მაკიაჟზე და უპირატესობა მიანიჭა ბუნებრივ სილამაზეს და მიმზიდველობას. მან თმა მეტი კომფორტულობისათვის, უკან შეიკრა, ხოლო სამკაულად არჩია მბზინავი საყურეები და ვერცხლის ბეჭედი..

image

კენდალს ეცვა პაწაწინა ფერადი თასმებიანი ტანგა- ბიკინი. ეს საცურაო კოსტუმი ძლივს ფარავდა რეალითი ტელე-შოუს ვარსკვლავის ფიგურას. ჯენერმა ეფექტური პოზები მიიღო და საზოგადოებას ყველა კუთხიდან აჩვენა თავის ეფექტური ფიგურა.

image

კენდალის დებმა დაიწყეს მისი საკმაოდ ვულგარული ფოტოსესიის განხილვა. "ღმერთო ჩემო! ყველას გილოცავთ ახალ წელს!” - წერს ხლოი კარდაშიანი.


”ოჰ, ძალიან ცხელია!” - აღნიშნა კიმ კარდაშიანმა.


"ცოტა წყნარად! ასეთი ფიგურა დაუფარავ შურს იწვევს“, „არ შემიძლია, რომ არ ვუყურო და არ მშურდეს“, „ეს საცურაო კოსტიუმი ახლა თითქოს გაქრება“, „რა ლამაზი ფიგურაა, უბრალოდ სიამოვნებაა“, - წერენ ბლოგერები.


image


2017 წლის სექტემბერში, მოდის გამოცემა Daily Front Row-მა ჯენერ კენდალი "ათწლეულის მოდის ხატად" დაასახელა. ნოემბერში კი ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად აღიარეს, ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, 28 წლის მოდელმა აჯობა ჟიზელ ბუნდჰენს, რომელიც ამ სიის სათავეში ბოლო 15 წლის განმავლობაში იყო. კენდალის შემოსავალი 22 მილიონი დოლარი იყო.

0
367
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0