x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
დაფნა, როგორც დაცვის და გამარჯვების სიმბოლო
image

დაფნის გვირგვინის ისტორია


დაფნის ხე, საყოველთაოდ ცნობილი როგორც Laurus nobilis , არის დიდი ბუჩქი მწვანე, გლუვი, სურნელოვანი ფოთლებით, მშობლიური ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ძველ საბერძნეთში ის აპოლონისადმი მიძღვნილი სიმბოლოდ ითვლებოდა, ხოლო მოგვიანებით რომაელებმა მიიღეს ტრიუმფის აღმნიშვნელ სიმბოლოდ. დაფნის გვირგვინი გამოიყენებოდა სხვადასხვა სახით მრავალ ძველ რომაულ და ბერძნულ მითში.


აპოლონისა და დაფნის შესახებ ბერძნულ მითოსში დაფნა განასახიერებდა უპასუხო სიყვარულს. ამბობენ, რომ აპოლონს შეუყვარდა დაფნე, ნიმფა, რომელიც მის მიმართ იგივეს არ გრძნობდა, ამიტომ იგი დაფნის ხედ გადაიქცა, გაქცევის მიზნით. მწუხარების დასაძლევად აპოლონმა დაფნის ხის ფოთლები დაკრიფა და მას გვირგვინად ატარებდა.



უძველესი პითიური თამაშები, სპორტული ფესტივალებისა და მუსიკალური შეჯიბრებების სერია, ტარდებოდა აპოლონის, როგორც მუსიკის, პოეზიისა და სპორტის ღმერთის პატივსაცემად და გამარჯვებულების კურთხევა დაფნის გვირგვინით ხდებოდა. პითიური თამაშები უძველესი პანელინური კომპლექსური შეჯიბრების სახელწოდებაა. იმართებოდა დელფოში 9 წელიწადში ერთხელ, ძვ. წ. 582 წლიდან - 4 წელიწადში ერთხელ, ოლიმპიადებს შორის. გადმოცემის თანახმად, პითიური თამაშები დააფუძნა აპოლონმა, საშინელი გველის, პითონის მოკვლის შემდეგ. თავდაპირველად შეჯიბრება ტარდებოდა მუსიკასა და პოეზიაში, მოგვიანებით თამაშების პროგრამაში შეიტანეს ფლეიტის დაკვრა და ათლეტური შეჯიბრებები, ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად. გამარჯვებულებს ამკობდნენ დაფნის გვირგვინით.



დაფნის გვირგვინის მნიშვნელობა და სიმბოლიკა


დაფნის გვირგვინის სხვადასხვა მნიშვნელობის მაგალითები მრავლადაა ისტორიის მანძილზე:


  • ღირსებისა და გამარჯვების სიმბოლო - ძველ საბერძნეთსა და რომში დაფნის გვირგვინით აჯილდოვებდნენ სპორტსმენებს, ჯარისკაცებს და პითიის თამაშების გამარჯვებულებს. რენესანსის ეპოქაში დიდ პოეტებს დაფნის გვირგვინით ამაგრებდნენ, რათა პოეტებს შორის მთავრებად აღენიშნათ. როგორც ასეთი, დაფნის გვირგვინი გახდა მიღწევებისა და წარმატების სიმბოლო, ისევე როგორც დღეს ოლიმპიური მედალი ან ოსკარი.
  • წარმატების, დიდების და კეთილდღეობის სიმბოლო - დაფნის გვირგვინი საბერძნეთისა და რომის მმართველთა თავზე აღნიშნავდა მათ წოდებას, სტატუსსა და ექსკლუზიურ უზენაესობას. ეს არ იყო თავსაბურავი, რომელსაც ყოველდღიურად ატარებდნენ. დაფნის გვირგვინს ატარებდნენ მხოლოდ იმპერატორები ან დიდებულები, რომლებმაც მიაღწიეს დიდ წარმატებას. ეს იმის მანიშნებლად ითვლებოდა, რომ მათ გაიმარჯვეს. ნაპოლეონ ბონაპარტე ასევე იყენებდა მას, როგორც იმპერიის უზენაესი ხელისუფლების ერთ-ერთ ემბლემას.
  • დაცვის სიმბოლო- ხალხში არსებობდა რწმენა, რომ ელვა არასოდეს ეცემოდა დაფნის ხეს. რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა დაფნის გვირგვინი დამცავი სახით დაიდგა თავზე. ხალხურ ტრადიციაში იგი ასევე განიხილება, როგორც აპოტროპეული მცენარე, რომელიც ბოროტებისგან იცავს და ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით.
image

„ამერიქან ჟერნალ ოფ ფილოლოგი“ -ს (American Journal of Philology) მიხედვით, დაფნის ფოთლებს იყენებდნენ განწმენდის რიტუალებში, ფოლკლორში. მას შემდეგ, რაც აპოლონმა მოკლა პითონი, იგი განიწმინდა დაფნით, რომელიც ითვლებოდა, რომ იცავდა მკვლელს ბოროტი სულებისგან, იქნებოდა ეს მხეცების თუ ადამიანთა სულები.


sliding gate design garden gate gate and fence idea gates golden gate park golden gate bridge gate wall design gate with door gate for stairs gate design gate installation gate design modern gate wood metal gate garden black gate wood slats gates wood ramp house gate design door aesthetic door design door painting ideas door house door decorations door style door wreath doors patio door hardware door lock door panel doors ideas interior doors windows door entry organizer doors modern christmas


დაფნის გვირგვინი თანამედროვე დროში


დაფნის გვირგვინი დღესაც ცოცხალი და აქტუალურია, ის ყველგანაა გავრცელებული. მსოფლიოს ზოგან კურსდამთავრებულებს დაფნის გვირგვინით ამკობენ. ის გამოიყენება როგორც გამარჯვების სიმბოლო, აკადემიური მიღწევების თვალსაზრისით. დაფნის მოტივი ასევე აღბეჭდილია თანამედროვე ოლიმპიურ ოქროს მედლებზე და ჩვეულებრივ გამოიყენება თანამედროვე ლოგოებსა და ჰერალდიკაში.


მოდისა და სამკაულების დიზაინში ის ასევე წარმოდგენილია თავსაბურავებიდან საყურეებამდე, ყელსაბამებში, სამაჯურებსა თუ ბეჭდებში. ზოგი იყენებს დაფნის გვირგვინის რეალისტურ გამოსახულებას ვერცხლში ან ოქროში, ზოგი კი ძვირფასი ქვებით არის მორთული.


იმის გამო, რომ დაფნის გვირგვინის ამსახველი ნივთები გამარჯვებასთან, წარმატებასთან და მიღწევასთან ასოცირდება, მოტივი სიმბოლურ საჩუქრებშიც აისახება, როგორც წინსვლის, სირთულის დაძლევის აღმნიშვნელი სიმბოლო. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას დეკორატიულ ნივთებში, სუვენირებში ან მოდის დიზაინში. დღეს დაფნის გვირგვინი ტატუს პოპულარული სიმბოლოა, წარმატებასთან და ტრიუმფთან ასოციაციის გამო. ის შეიძლება ასევე მივიჩნიოთ საკუთარ თავზე და მანკიერებებზე გამარჯვების სიმბოლოდ.


This contains an image of:


სინოფსისი

დაფნა არის ბუჩქი, რომელიც ტრადიციულად გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს. მას, როგორც მცენარეს, აქვს ტკბილი, პიკანტური სურნელი და გამოიყენება კვებით მრეწველობაში, როგორც სუნელი.


image


დაფნას დიდი ისტორია აქვს.ძველ დროში მისგან გვირგვინებს ქსოვდნენ, რომლებიც ძველ საბერძნეთში სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვეულების თავის შესამკობად გამოიყენებოდა. დაფნის გვირგვინს, რომელიც მზადდებოდა დაფნის მცენარის გადახლართული რტოებისგან და ფოთლებისგან, ატარებდნენ იმპერატორები, თავიანთი იმპერიული ძალაუფლებისა და ავტორიტეტის ნიშნად. იგი არსებობდა ათასწლეულების განმავლობაში და დღემდე გამოიყენება, როგორც ძველი რომის ამსახველი ერთ-ერთი სიმბოლო.


image


დაფნას განსაკუთრებული ადგილი უკავია ძველ ბერძნულ და რომაულ კულტურებში და მისი სიმბოლიზმი დღემდე შემორჩენილია თანამედროვე ცხოვრებაში. მისი ლათინური სახელწოდებიდან (Laurus) წარმოიშვა სიტყვა „ლაურეატი“, ანუ ის, ვისაც გარკვეული მიღწევების გამო რაიმე ჯილდო გადაეცემა თანამედროვე ეპოქაში.


image


მიუხედავად იმისა, წარმოდგენილია ის ფოთლებსა თუ ძვირფას მასალაში, დაფნა რჩება პატივისა და გამარჯვების სიმბოლოდ და მას თავისი ადგილი უჭირავს თანამედროვე დიზაინშიც. ხოლო ეზოთერიკოსებს დღემდე სწამთ და გვირჩევენ, რომ გავითვალისწინოთ მისი აპოტროპეული თვისებები და გამოვიყენოთ დაფნა ბოროტი ენერგეტიკისგან დამცავ საშუალებად. ამ მიზნით ზოგიერთი დაფნის ფოთლებს წვავს და მოატარებენ სახლში, ზოგი კი საახალწლო სუფრას რთავს დაფნის ლამაზი ფოთლებით ან რტოებით.


დაფნა


საკვებში კი იგი მისი არომატული თვისებების გამო გამოიყენება. ის გამოირჩევა როგორც გემოვნური, ისე სამკურნალო თვისებებით. დაფნა კარგია სახსრებში ტკივილის მოსახსნელად, ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ და წონის კლებისთვის. მისი ნაყენი ამცირებს სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს. დაფნ­აში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ სისხლში ინსულინის დონის დარეგულირებას. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. დაფნის ზეთი ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ებრძვის დაჭიმულობასა, ართრიტს, რევმატიზმს. თავის ტკივილისა და შაკიკის დროს დაფნის ზეთს შეიზელენ საფეთქლებზე და დაიმასაჟებენ. ფიტოელემენტები, რომლებსაც ეს მცენარე მრავლად შეიცავს, ამცირებს გულის შეტევის რისკს და ძალიან კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასევე დამამშვიდებელ საშუალებად უძილობის დროს. დაფნის ნაყენს გამოიყენებენ გაცივების დროს. დაფნა ქალურ პრობლემებსაც უმკლავდება, მისი ნახარში თირკმლის ანთებისა და კენჭების სამკურნალოდაც გამოიყენება, ხოლო ქალბატონები მის ნიღბებს კანის გაახალგაზრდავების და გაჯანსაღებისთვისაც იყენებენ. ძალიან კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. დაფნის ჩაი შესანიშნავი საშუალებაა მეტეორიზმის, ყაბზობისა და გულძმარვის დროს.


image


0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0