x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
“გირჩევნიათ, სიამოვნების მისაღებად გაემზადოთ…” - ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან და მათ მომხრეებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მიშას უხრწნელი ბოტასის ამარა დარჩენილი ნაცები ძალიან გააგრესიულდნენ. ჩვენს მხარდამჭერებს დასდევენ – ზოგს სნობობას აბრალებენ, ზოგს მამონტობას – კეზერაშვილის ფულით ნაყიდ არგუმენტს იშველიებენ, რომ ბოკერიასთან არავინ დარჩა – ფორმულაში და ნაცებში გადაყვანილი არარაობების ხარჯზე და “ჩვენ ბევრი ვართ, თქვენ ცოტა” ხავსს ებღაუჭებიან.ამას ემსახურება კეზერაშვილის კვლევებიც (არცერთი საერთაშორისოორგანიზაცია, ვისაც ამ თემაზე ვესაუბრე არ აღიქვამს კეზერაშვილის კვლევებს სერიოზულად და ყველა მანიპულაციურ მაიმუნობას უწოდებს).


რეალობა ისაა, რომ მას შემდეგ რაც ძველი ლიდერშიფის უტვინობამ ჩვენი პარტია მიწაზე დაანარცხა და კორუმპირებული ბალასტი მოვიშორეთ, ჩვენ ვიზრდებით – ვიზრდებით მიუხედავად იმ ბლოკადისა, რაც ჩვენ წინააღმდეგ შექმნა კორუმპირებულმაპოლიტიკურმა კლასმა. ჩვენ გვემატებიან და ჩვენთან მოდიან ახალი, შინაარსით და იდეებით მოტივირებული ადამიანები – ისინი თავდაუზოგავად ავრცელებენ ჩვენს გზავნილს. ჩვენ ვუახლოვდებით დუღილის წერტილს, როდესაც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჩნევს რომჩვენ ვართ მართლები და ჩვენი გზაა მხოლოდ გზა. ეს ტენდენცია მხოლოდ გაგრძელდება, იმიტომ რომ გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ძალიან დიდი შინაარსი გვაქვს – საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ამ შინაარსით ჩვენ ალყას დაგარტყამთ, შეგავიწროვებთ და პოლიტიკურად გაგაქრობთ.


მოკლედ, ჩვენ კარგად ვხვდებით რამაც გაგამწარათ და იცოდეთ, რომ გადაგჯეგავთ მეგობრებო. ჩვენს მხარდამჭერებს გაეშვით! გირჩევნიათ, სიამოვნების მისაღებად გაემზადოთ – უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად. p.s. და გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ყველა შემდეგი იდეა, მიშას რძის პროდუქტების კონტეინერში ჩასმაზე და აქ გამოშვებაზე უარესი იქნება, იმიტომ რომ სასოწარკვეთილებითაა ნაკარნახევი და არა საღი აზრით.


და მაგ იდეებსაც წინასწარგაგიშიფრავთ, იმიტომ რომ თქვენი ვიწრო გონების ტრაექტორიები კარგად მაქვს დამახსოვრებული სანამ ახლოდან გაკვირდებოდით და გსწავლობდით."- წერს "ტაბულას" ყოფილი დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.




0
245
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
245