x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138409
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
COVID-19-ით დაავადებული 17 ათასი პაციენტის სიკვდილს უკავშირებენ ერთ-ერთმა წამალს
image

ფრანგი მეცნიერები ექვს ქვეყანაში - საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიაში, ესპანეთში, თურქეთსა და შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის თითქმის 17 ათასი პაციენტის სიკვდილს უკავშირებენ მალარიის საწინააღმდეგო წამლის, - ჰიდროქსიქლოროქინის მიღებას. მათი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Biomedicine & Pharmacotherapy.


აღნიშნულია, რომ ამ წამალს კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მისი ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე უნიშნავდნენ. მასალაში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა კვლევები, რომლის მიხედვითაც ჰიდროქსიქლოროქინის(იგივე პლაქველინი) გამოყენებამ 11 პროცენტით გაზარდა სიკვდილიანობა გულის რითმის დარღვევისა და სხვა გვერდითი ეფექტების გამო.


ხაზგასმულია, რომ ამ პრეპარატის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, რადგან მეცნიერებმა გააანალიზეს მხოლოდ 2020 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდის მონაცემები.



საქართველოში მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქსინი ( პლაქველინი)შეიტანეს იმ წამლების სიაში, რომლებიც შეიძლება დაინიშნულიყო COVID-19 დაავადების სამკურნალოდ 2020 წლის აპრილში.თუმცა მაშინვე იყო ხაზგასმული, რომ პრეპარატას ახასიათებს კარდიოტოქსიკურობა და შეიძლება გამოიწვიოს არითმია და ტაქიკარდია, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება


2020 წლის ივნისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შეაჩერა ამ წამლის გამოყენება, კორონავირუსით ინფიცირებულთათვის მისი გვერდითი მოვლენების გამო.


მანამდე შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის მეცნიერებმა გამოსცადეს COVID-19 -ის ახალი ვაქცინა, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის მუტაციური ვარიანტების წინააღმდეგ. პრეპარატმა წარმოქმნა ანტისხეულების 10-ჯერ ზრდა არა მხოლოდ XBB-ის, არამედ უფრო ახალი და მუტაციური შტამების მიმართ, როგორიცაა BA.2.86.

0
171
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0