კინო ტოპ 5 ფილმი, რომლებიც სასიამოვნო ემოციებით დაგტვირთავთ 2024, 3 იანვარი, 21:10 1. დროის შესახებ (2013)
ჩვენს სიაში პირველი ფილმი, რომელიც სასიამოვნო ემოციებით დაგტვირთავთ, სწორედაც რომ "დროის შესახებ''-აა. შეუძლებელია ამ ფილმის ყურების შემდეგ გულაჩუყებული არ დარჩეთ. "დროის შესახებ'' არის თბილი ფილმი, რომელიც დაგვანახვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება, რომ ყოველი ჩვენი წამი შეუფასებელი და დასაფასებელია და რამდენად მნიშვნელოვანია გარშემო არაჩვეულებრივი ადამიანების ყოლა.
![]() "სანამ გეძინა'', ალბათ ის ფილმია, რომლის ყურებაც ახალი წლის პერიოდში ადამიანებს, არასდროს, არ მობეზრდებათ, მათ შორის მეც. ზემოაღნიშნული ფილმი თავისი გულწრფელი სიუჟეტით, ლუსის მარტოსულობითა და სიკეთით, არაერთ კინომოყვარულს შეაყვარებს თავს. რაც მთავარია ბედნიერი დასასრულები, 90-იანების ეპოქის საუკეთესო წარმოჩენაა, რაც ჩვენს დღევანდელ, რეალობაში, უკვე იშვიათობას წარმოადგენს. ![]() 3. შეხვედრა ვარსკვლავთან (2004) ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, როცა ვიღაც ცნობილი პიროვნებით ისე მოვხიბლულვართ, რომ გვგონებია, რომ ეს პიროვნება რეალობაშიც ისეთივე იდეალური იქნებოდა, როგორიც ეკრანებზე ჩანდა, თუმცა იმაზე არც კი დავფიქრებულვართ, რომ იმედები შეიძლება ერთ წამში გაგვცრუებოდა და რეალურად ის არ დაგვეფასებინა, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში თვალწინ გვყავდა. სწორედ, ასეთი არაორდინალური შინაარსის მატარებელია ზემოაღნიშნული ფილმი და თავისი არაორდინალური დასასრულით იგი ყველაფერს უფრო მეტ ხიბლს მატებს. ![]() ![]() ![]() 90 2-ს მოსწონს
|