x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
თბილისში ცნობილი მოცეკვავე, მარი ბაბეტა დაიღუპა
image

თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, მარი ბა­ბე­ტა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.


სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი. ქალი შარ­დე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთ-ერთ კლუბ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ი­და­ნაც გა­მოს­ვლის შემ­დე­გაც მან­ქა­ნამ და­არ­ტყა.


მარი ბა­ბე­ტას წლე­ბია რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობს. მო­ცეკ­ვა­ვე ქალი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­პერ შავი პრინ­ცის მე­უღ­ლე გახ­ლდათ. წყვილს შვი­ლი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­შორ­დნენ. ბა­ბე­ტა შვილ­თან და მშობ­ლებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და.


image


იყო თუ არა ეს მკვლელობა, თუ 29 წლის ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ეს ახლა გომელაურის უწყებამ უნდა გამოიძიოს. პოლიციამ უნდა დაადგინოს ისიც, ემუქრებოდა თუ არა ცნობილ მოცეკვავეს, ყოფილი მეგობარი მამაკაცი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.


დადგენილია, რომ მარი ბაბეტა საზარელ შემთხვევამდე, შარდენზე ერთ-ერთ კლუბში მეგობართან ერთად იმყოფებოდა.


რა მოხდა კლუბიდან გამოსვლის შემდეგ უცნობია. მედიასთან კომენტარს საქმის ოქროს მოწმე არ აკეთებს. "პირველების" ინფორმაციით, ის პოლიციამ უკვე გამოჰკითხა.


29 წლის მოცეკვავე ერთი წლის წინ ძალადობაზე საუბრობდა. უკავშირდება თუ არა მომხმდარი ამ ფაქტს უცნობია.


ერთ-ერთი, ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავარიამდე, ქალმა თვითმკვლელობა სცადა და მტკვარში გადახტომა უნდოდა, შემდეგ კი ავტომობილს შეუვარდა.


0
471
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0