x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ტერაქტი, რომელიც "დინამო" - "ლივერპულის" მატჩზე მზადდებოდა
image


1977 წლის 8 იანვარს მოსკოვის მეტროში, არბატ-პოკროვსკის ხაზზე, მატარებლის ვაგონში ბომბი აფეთქდა. დაიღუპა 7 ადამიანი, 37 კი დაიჭრა. ამ საქმეზე სამი ადამიანი დააპატიმრეს: აკოფ სტეფანიანი, ზავენ ბაგდასარიანი და სტეფან ზატიკიანი. 1979 წლის 30 იანვარს კი სამივე დახვრიტეს.

image


ტერაქტის განხორციელებისთანავე ფეხზე დააყენეს საბჭოთა კავშირის პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების კომიტეტის საუკეთესო კადრები. როგორც საქმის მასალებიდან გახდა ცნობილი, შემთხვევის ადგილზე შეგროვდა ასაფეთქებელი მოწყობილობის დარჩენილი ნაწილაკები და სხვა სამხილები. მათი ერთობლიობის კვლევით დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილაკების შედუღება განსაკუთრებული ელექტროდებით წარმოებდა, რომლებსაც მხოლოდ თავდაცვის, ანუ სამხედრო ქარხნებში იყენებდნენ და გაჩნდა ეჭვი, რომ ერთ-ერთი ტერორისტი ამ სისტემაში მუშაობდა. აფეთქებისთანავე კი წამოაყენეს ვერსია, რომ ეს აფეთქება ან სომეხმა ან უკრაინელმა ნაციონალისტებმა განახორციელესო. ტერორისტების ძებნა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტეფანიანი და ბაგდასარიანი მოსკოვი-ერევნის მატარებელში აიყვანეს, ხოლო ზატიკიანი კი – ერევანში და სწორედ მას დასდეს ბრალი ტერაქტის ორგანიზებაში.


image



მზაკვრული გეგმა



ტერაქტიდან 25-30 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო, გაჩნდა ახალი ცნობები ამ ტერორისტული აქტის შესახებ. შეერთებულ შტატებში, 80-იანი წლების მიწურულს გაქცეული „კაგებეს“ პოლკოვნიკი ანტონ დოროხოვი თავის პუბლიკაციებში წერდა, რომ მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერორისტული აქტი „კაგებეს“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო და მომძლავრებული დისიდენტური მოძრაობის დაშინებასა და ჩახშობას ემსახურებოდა. დოროხოვის თქმით, სამივე დახვრეტილ სომეხს რკინის ალიბი ჰქონდა, თუმცა, ეს ალიბები „კაგებემ“ მიჩქმალაო. გაქცეული პოლკოვნიკისვე მტკიცებით, „კაგებეს“ მზაკვრული გეგმა ჰქონდა და ანალოგიური ტერორისტული აქტები ამიერკავკასიის რესპუბლიკებსა და უკრაინაში უნდა განეხორციელებინა. შემდგომ კი „ტერორისტული ჯგუფები“ „აღმოეჩინათ“, გაესამართლებინათ და დაეხვრიტათ. სწორედ ამ ზემოჩამოთვლილ რესპუბლიკებში იყო ყველაზე დიდი ანტისაბჭოთა განწყობა და ისინი (ეს რესპუბლიკები) სამაგალითოდ უნდა დაესაჯათ. განსაკუთრებულად „ილესავდნენ კბილებს“ საქართველოზე, რადგან იქ 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის დასაცავად გრანდიოზული სახალხო გამოსვლები გაიმართა.


1979 წლის 3 ოქტომბერი



მოსკოვის მეტროში ტერაქტის საქმე უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. 1979 წლის ოქტომბრის დასაწყისი იყო, როდესაც საქართველოს დედაქალაქში ახალი საშინელება მზადდებოდა. იმ დღეს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდმა „დინამოს“ სტადიონზე სახელგანთქმული „ლივერპული“ პირწმინდად დაამარცხა. იმ წვიმიან დღეს სტადიონზე 100 ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. ხალხი უწყვეტ ნაკადად გამოდიოდა სტადიონიდან და იმავდროულად, „იკარუსის“ მარკის ორი ავტობუსით თბილისში ჩამოსული ინგლისელი გულშემატკივრებიც უნდა გასულიყვნენ. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა გამყოლმა („კაგებეს“ თანაშმრომელმა), აბსოლუტურად შემთხვევით, ავტობუსში საათის მექანიზმიანი ბომბი აღმოაჩინა, რომელიც ჩანთების შესანახ თაროში იყო მიმაგრებული. ივანე გარუჩავამ ის იმ დროს შენიშნა, როდესაც ერთ-ერთი ინგლისელის თხოვნით ჩანთა თაროდან ჩამოიღო. გარუჩავა არ დაიბნა. მან ავტობუსის მგზავრებს სთხოვა, რომ ავტობუსიდან ჩასულიყვნენ. ასეთივე მანიპულაცია ჩაუტარეს მეორე ავტობუსის მგზავრებსაც და 100 გულშემატკივარი „დინამოს“ სტადიონის ადმინისტრაციის შენობაში შეიყვანეს. იმავდროულად, „ლივერპულის“ ფეხბურთელები გასახდელში დააბრუნეს და უშიშროების კომიტეტის ანტიტერორისტული ჯგუფების გამნაღმველებიც გამოიძახეს. შემთხვევის შესახებ ედუარდ შევარდნაძეს აცნობებს, რომელიც თამაშს დაესწრო და სტადიონიდან 5 წუთის წასული იყო. შევარდნაძე უკან მობრუნდა და დაცვის წევრების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, რომ სახიფათო ზონაში არ შესულიყო პირდაპირ იქ მივიდა და განაღმვის პროცესს დაესწრო(განაგრძე კითხვა)

0
444
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0