x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
რამდენს უნდა იწონიდეს საბავშვო ზურგჩანთა?
ვიცით, რომ სკოლის მნიშვნელოვან ნივთებს შორის ერთ-ერთი ჩანთაა. მოსწავლეების უმეტესი მათგანი უპირატესობას ზურგჩანთას ანიჭებენ, ასე ტვირთი გადანაწლებულია ორივე მხარზე და მძიმე ჩანთის ტარებაც შედარებით მოსახერხებელია. მაგრამ, ის თუ იცით, რომელი ზურგჩანთა უნდა ვუყიდოთ მოსწავლეს? რამდენი და რომელი ნივთები უნდა მოთავსდეს იქ? ამ ყველაფერზე პასუხი სწავლულებს აქვთ და სწორედ დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ.



image


რამდენს უნდა იწონიდეს საბავშვო ზურგჩანთა?



სტატიაში განმარტებული დასკვნები ემყარება კვლევებს, რომელშიც მონაწილეობას 49 მოსწავლე იღებდა.



მკვლევარები ამბობენ, რომ ზურგჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს მოსწავლის სხეულის წონის 10%-ს. გამოდის, რომ ეს დამოკიდებულია ბავშვის სხეულის წონაზე.



თუ ბავშვს ბევრი წიგნი ან მუსიკალური ინსტრუმენტები აქვს, მაშინ მას უნდა უყიდოთ სპეციალური ურიკა ან ზურგჩანთა ბორბლებზე, რომლის წონაც ბავშვის წონის 20%-ია.


თუ ზურგჩანთა ძალიან მძიმეა, ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს ზურგის ტკივილი, დისკომფორტი კისერსა და მხრებში, სიმძიმის შეგრძნება და დაღლილობის მომატება. გარდა ამისა, მძიმე ზურგჩანთა ცვლის ძალის ცენტრს და ბავშვი შეიძლება დაეცეს და დაშავდეს.


ზურგჩანთის შეძენისას ასევე უნდა გაითვალისწინოთ ამინდის პირობები. თუ თქვენს ქალაქში უმეტესად წვიმს ან თოვს, მაშინ ბორბლებიანი ზურგჩანთა არ გამოგადგებათ. შეიძინეთ ზურგჩანთები, რომლებსაც არ აქვთ დამატებითი შესაკრავები ან გამოყოფილი ნაწილები - ეს შეამცირებს წონას.



image


ზურგჩანთაში ჩადეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ.


ზურგჩანთა უნდა ატაროთ აუცილებლად ორივე მხარზე, და არა ერთზე - ამ გზით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ხერხემლის გამრუდება.


დააცარიელეთ ყველაფერი ზურგჩანთიდან ყოველ კვირას, ანუ დაასუფთავეთ ის, რათა ზედმეტი ნივთები არ დაგროვდეს.




0
32
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0