ჯანმრთელი კვება დიეტოლოგი გვირჩევს რა მივაყოლოთ ალკოჰოლს, რომ მძიმე ნაბახუსევი ავირიდოთ 1 იანვარი, 16:46
ექიმი და დიეტოლოგი რეკომენდაციას უწევს ალკოჰოლი თხილთან და თევზთან ერთად მიირთვათ.
ალკოჰოლზე მისაყოლებელი საუკეთესო საჭმელები დაასახელა სააქციო საზოგადოება "მედიცინის" (აკადემიკოს როიტბერგის კლინიკა) გასტროენტეროლოგმა, სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატმა ევგენი ბელუსოვმა. მან რეკომენდაცია გაუწია B ვიტამინით და ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვების მიღებას. ექიმმა დაასახელა ბოსტნეული, ხილი, თხილი, ღვიძლი, ავოკადო და თევზი, როგორც საკვების საუკეთესო ვარიანტები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საკვების თერმულად დამუშავება. ცხელი და ცხიმიანი საკვებიდ მიღების შემთხვევაში ალკოჰოლი უფრო ნელა შეიწოვება სისხლში. ასევე სასარგებლოა ქეიფის დროს წყლის დალევა. „განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლურ კოქტეილებთან მიმართებაში, განსაკუთრებით, თუ ისინი დამზადებულია მოყვარულების მიერ, ისინი შეიძლება შეიცავდეს სასმელების შეუთავსებელ ინგრედიენტებს, რაც გამოიწვევს მთელი ორგანიზმის სწრაფ ინტოქსიკაციას“, - აღნიშნა ბელუსოვმა. მანამდე ნარკოლოგმა საახალწლო არდადეგებზე თავის ტკივილის თავიდან აცილების მეთოდი დაასახელა: "არ დალიოთ ცარიელ კუჭზე, რათა სწრაფად არ დათვრეთ. სუფრაზე დაჯდომამდე ორიოდე საათიით ადრე მიირთვით ხილი ან ბოსტნეული. დალიეთ ალკოჰოლი წყალთან ერთად, რომ შეამციროთ მისი კონცენტრაცია და არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ მცირე დოზებით ალკოჰოლი ინარჩუნებს კარგ განწყობას“, - აღნიშნა ექსპერტმა. 191 2-ს მოსწონს
|