შოუბიზნესი
ჭარბ წონასთან ბრძოლაში: 5 ვარსკვლავი, რომელიც ხან იმატებს და ხან იკლებს
2023, 31 დეკემბერი, 19:56
ყველას როდი შეუძლია შეინარჩუნოს იდეალური წონა ზრდასრულ ასაკში, მათ შორის ვინც წვრილი წელის შესანარჩუნებლად აქტიურად იბრძვის ცნობილი სახეებიც არიან, რომელთა შესახებაც სწორედ დღეს ვისაუბრებთ. მაშ ასე, თქვენ წინაშეა მსოფლიო შოუ- ბიზნესის ის 5 ვარსკვლავი, რომელიც ხან სუქდება და ხან ხდება.
ჯესიკა სიმპსონი
ბევრი წლის წინ, ეს მომხიბლავი გოგონა ერთ -ერთ ყველაზე სექსუალურ ლამაზმანად ითვლებოდა, რომელზეც მსოფლიოში თითქმის ყოველი მეორე მამაკაცი ოცნებობდა, თუმცა 2005 - დან 2011 წლამდე ვარსკვლავმა წონაში იმდენად მოიმატა, რომ მას ქუჩაში საკუთარი თაყვანისმცემლებიც კი ვეღარ სცნობდნენ. ერთ დღესაც მომღერალმა ძველი ფორმების დაბრუნება გადაწყვიტა, 43 წლის ვარსკვლავი ახლა უკვე ჯანსაღად იკვებება და სპორტით აქტიურად არის დაკავებული, შეიძლება ითქვას, რომ ჯესი თავის იდეალურ წონას დაუბრუნდა.
ბიონსე
მიუხედავად იმისა, რომ ადრე ბიონსე წონაში ფიზიკური აქტივობისა და დიეტების საშუალებით იკლებდა, პოპ- ვარსკვლავს დაკლებული კილორამები გაორმაგებული სახით კვლავ უკან უბრუნდებოდა, რაც იმით იყო გამოწვეული რომ მომღერალი ჯანსაღი კვების ნაცვლად უცნაურ ექსპრეს - დიეტებს მიმართავდა. ამერიკელი მომღერალი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საეჭვო "ცხიმის დაწვის" სასმელსაც კი იყენებდა, რამაც ექიმების შეშფოთება გამოიწვია.
ლედი გაგა
ცნობილი მომღერალი თაყვანისმცემლებს თავისი მუდმივად ცვალებადი ფიგურით აოცებს, შესაძლოა ამის მიზეზი გაგას ქრონიკული დაავადებებიც კი იყოს, თუმცა არც ის არის გამორიცხული რომ წონის ასეთი სწაფი ცვალებადობა მუდმივი სტრესით და გადატვირთული სამუშაო გრაფიკით იყოს განპირობებული, რაც მის პროფესიაში გარდაუვალია.
ჯენიფერ ლავ ჰიუიტი
ბავშვების გაჩენის შემდეგ მსახიობმა საკუთარ თავზე ზრუნვა შეწყვიტა. ჯენიფერის ვარჯიშის გრაფიკი შემცირდა, ხოლო მისი დიეტა ნაკლებად სტაბილური გახდა, რამაც ვარსკვლავი წონის სწრაფ მატებამდე მიიყვანა, მართალია, ჯენიფერმა წონაში დაკლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როგორც კი საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, მას ჭარბი წონა უკანვე დაუბრუნდა.
ჯარედ ლეტო
ჯარედ ლეტო საკუთარ გარეგნობაში შთამბეჭდავ ცვლილებებს აღწევს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსახიობი წონაში მხოლოდ როლის გულისთვის "იმატებს" ან იკლებს. ჯარედი ამას არაჯანსაღი ექსპრეს-დიეტებით აღწევს, ხოლო მას შემდეგ, რაც მსახიობმა ფილმისთვის "დალასის შემსყიდველთა კლუბი" წონაში საგრძნობლად დაიკლო მას ქრონიკული პოდაგრა განუვითარდა.