მოვლენები
ვარსკვლავები გამჭვირვალე კაბებში "Vanity Fair"-ის წვეულებაზე: 5 "ლუქი" "ვულგარულობის" ზღვარზე
2023, 31 დეკემბერი, 19:25
2023 წლის "Vanity Fair-"ის წვეულება წინა ივენთებთან შედარებით მართალია უფრო მოკრძალებული იყო, თუმცა ამას ცნობილი ადამიანებისთვის ხელი არ შეუშლია თავიანთი ჩაცმულობით საზოგადოება მორიგ ჯერზე კვლავ გაეოცებინათ. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით საღამოს ყველაზე მაცდუნებელ კოსტიუმებზე, რომლებმაც ყველა შოკში ჩააგდეს.
ემილი რატაკოვსკი
ემილი ფოტოგრაფების წინაშე გამჭვირვალე, რუხი ფერის კაბით წარსდგა, რომლის "ღირსებებსაც" ე.წ. "ნაწნავები" ფარავდა, რომელიც მისი კაბის ერთგვარ ელემენტს წარმოადგენდა. სელებრითის ჩაცმულობას საზოგადოების განსაკუთრებული აღფრთოვანება არ მოჰყოლია. მაყურებელთა აზრით, მოდელს შეეძლო ასეთი გამჭირვალე კაბისთვის უფრო ელეგანტური სტილის საცვლები შეერჩია.
სიარა
როგორც ჩანს, ბადისებრი კაბები აქტუალობას არასოდეს დაკარგავს. ამერიკელმა მომღერალმა ეს კაბა "Vanity Fair"-ის მიერ გამართულ წვეულებაზე დასასწრებად შეარჩია, რომლის "ლუქსაც" შავი ხავერდის ხელთათმანები ავსებდა.
ჰაიდი კლუმი
ჰაიდი კლუმმა წითელი ხალიჩა მყვირალა ყვითელი კაბით გააოცა. საზოგადოების ყურადღებას არა მხოლოდ სუპერმოელის კაბის ფერი და მხრებზე არსებული ბისერები, არამედ მის მკერდზე არსებული პიკატური ჭრილიც იპყრობდა.
ჯორდანა მაია
ცნობილმა ბლოგერმა ჯორდანა მაიამ წვეულებაზე დასწრება ეპატაჟური ჩაცმულობით გადაწყვიტა. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის მან არჩევანი გამჭვირვალე წვრილთასმებიან კაბაზე შეაჩერა, თუმცა ამისდა მიუხედავად ყველა ინტიმური ნაწილი მას თეთრი ბუმბულის მოსაცმელით ჰქონდა დაფარული, რამაც მის "ლუქს" კიდევ ფრო მეტი იდუმალება შემატა.
ქლოე ლაკარე
ქლოე ლაკარე კიდევ უფრო შორს წავიდა და მთელი მუცელი და მკერდის ნაწილი მოიშიშვლა. ბევრი ხუმრობდა კიდეც, რომ ამ ფრანგი მოდელის კაბას "ჭრილი უკუღმა" ჰქონდა. "ლუქი" საკმაოდ უცნაურად და გამომწვევად გამოიყურებოდა, თუმცა ქლოე საკუთარ თავში საკმაოდ დარწმუნებული იყო და ეჭვი არც საკუთარ არჩევანში ეპარებოდა.