ამერიკელ გოგოს თვითმფრინავის ტრაპისკენ არ უშვებდნენ პასპორტში მეტისმეტად "ცეცხლოვანი" სურათის გამო
ამერიკელი გოგონა ისე მიეჩვია გარეგნობის შეცვლას, რომ ჩვევად ექცა და ეს ჩვევა საკმაოდ სკანდალურ ისტორიად დაუჯდა.
30 წლის ამერიკელი ალიშა მარი-პოპულარული ბლოგერი და ინფლუენსერი გახლავთ ამერიკაში.
სოციალური ქსელის მისი გვერდი გადავსებულია ფოტო და ვიდეო მასალით, სადაც ალიშა ისეთი მაკიაჟითაა ცნობილი მოდელი გეგონებათ.
სწორედ ასეთი სურათი გადაიღო ალიშამ საერთაშორისო პასპორტისათვის, რამაც აეროპორტში არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში ჩააგდო.
"ცეცხლოვანი" სურათის გამო აეროპორტის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ალიშა მებაჟეებმა არ გაატარეს, რადგან ჩათვალეს, რომ მის პასპორტში სრულიად სხვა ადამიანის სურათი იყო ჩაკრული, რამაც ალიშას პროტესტი გამოიწვია, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.
ალიშამ სკანდალი მოაწყო აეროპორტში, მაგრამ მას მშვიდად განუმარტეს, თუ დებოშს და ხმაურს არ შეწყვეტდა, ხელბორკილებს დაადებდნენ და პოლიციაში გადაიყვანდნენ.
ალიშას ბარგი უკვე ჩაბარებული ჰქონდა, მაგრამ ტრაპისკენ მაინც არ გაუშვეს, მეტიც ხელბარგიანად აეროპორტის ფოიედან გამოაძევეს.
ალიშა იძულებული გახდა თავისი სოციალური ქსელის გვერდი გაეხსნა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურისათვის, რათა თავისი სურათებით დაემტკიცებინა აეროპორტის თანამშროლებისთვის, რომ მის პასპორტში რეალურად მისი სურათი იყო ჩაკრული, ასევე განუმარტა, რომ ის ბლოგერი იყო, თან არცთუ უცნობი. გადამოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ ალიშას პასპორტში ჩაკრული სურათი მას ეკუთვნოდა და მას ნება დართეს თვითმფრინავში ასულიყო, თუმცა გააფრთხილეს, პასპორტში ჩასაკრავი სურათების ხშირი ცვლისთვის თავი აერიდებინა, საუბარია "ცეცხლოვან" სურათებზე.