x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ორგი@ები მონასტერში და სექ@სი ას საჭურისთან - ყველაზე გახმაურებული სკანდალები
ლეონარდო და ვინჩის ბრალს სდებდნენ ორგიების მოყვარულობაში. უილიამ დამპყრობელს, მიუხედავად მისი ყველა წარმატებისა, სიცოცხლის ბოლომდე ეძახდნენ "ნაძირალას", რადგან მისმა მამამ შესცოდა მეწაღის ქალიშვილთან. პაპი იოანე XXIII-ე 300 მონაზონის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ხოლო პაპ ალექსანდრე VI-ის ვაჟმა, ჩეზარე ბორჯიამ, პაპის სასახლეში საღამოები მოაწყო, სადაც შიშველი მეძავები იატაკიდან წაბლს კრეფდნენ. ერთი სიტყვით, გართობა შუა საუკუნეებშიც უყვარდათ და დღევანდელ სტატიაში რამდენიმე სკანდალურ ისტორიაზე ვისაუბრებთ. მოსაყოლი ამბავი გაცილებით მეტია, მაგრამ დღეს მოგიყვებით ყველაზე გავრცელებულ, მასშტაბურ სკანდალებზე.



image



ორგი@ები მონასტერში და სექ@სი ას საჭურისთან - ყველაზე გახმაურებული სკანდალები




1. სექსუალური ურთიერთობა ბერთან და ხსნა სიყვარულის ნაყოფით. შუა საუკუნეების მინიატურა.image
დედათა მონასტერი ლიტლმორი აშენდა ოქსფორდშირში 1245 წელს და სულიერი ცხოვრებით, რატომღაც არავინ არ გამოირჩეოდა იქ. თავდაპირველად, ეს ადგილი ცნობილი გახდა, როგორც საშიში: როგორც ჩანს, კონტრაქტორებმა ბევრი თანხა დაზოგეს მასალაზე და იქ გადასული პირველი მონაზვნები ყოველდღე ლოცულობდნენ, რომ ჭერი არ ჩამონგრეოდათ პირდაპირ თავზე. შემდეგ ცუდი ჭორები გავრცელდა ლიტლმორზე მომლოცველებისგან: სავარაუდოდ, მონასტრის იღუმენმა მომლოცველებს ღამისთევა შესთავაზა, შემდეგ კი უზარმაზარი გადასახადები მოსთხოვა მათ ამისთვის.


მე-15 საუკუნისთვის მონასტერი უკვე ცნობილი გახდა, როგორც გარყვნილებისა და გაურკვეველი ქურდობის ნამდვილი ბუდე. მონაზვნებმა სოფლის ახალგაზრდა ბიჭები თავიანთ მონასტერში წაიყვანეს და იქ ორგიებს აწყობდნენ. ხოლო, როცა ღვინის საწყობები დაცარიელდა და დასალევი არაფერი იყო, მათ ჭურჭლის გაყიდვა დაიწყეს.




ამ პატარა გართობების დამალვა შეიძლებოდა, რომ არა ახალი წინამძღვრის - კეტრინ უელსის მიდრეკილება სადომაზოხიზმისადმი. მონაზვნები მუდმივ ცემასა და ზედმეტად სასტიკ დასჯას ჩიოდნენ. ამ ქალბატონის ხელმძღვანელობის რვა წლის განმავლობაში მრავალი საჩივარი დაგროვდა და 1518 წელს ლინკოლნის ეპისკოპოსმა საქმის ვითარებაში გასარკვევად იქ გაგზავნა თავისი კომისარი.



image


კომისარმა აღმოაჩინა, რომ ყველაფერი იმაზე უარესად იყო, ვიდრე ჭორების დონეზე იცოდა. დენონსაციებით თუ ვიმსჯელებთ, ლიტლმორი ნამდვილ საროსკიპოდ იქცა. მონაზვნები შიმშილობდნენ, რადგან ღვინო და საკვები თითქმის აღარ ჰქონდათ. მაგრამ ყველაზე სკანდალური ის იყო, რომ აბატისამ (აბატისა - დედათა მონასტრის წინამძღვარი ) გააჩინა გოგონა კენტელი მღვდლისგან, სახელად რიჩარდ ჰიუზი.


მონასტრის წინამძღვრის მიერ გაყიდული სასანთლეებისა და ვერცხლის ნივთების უმეტესი ნაწილი ქალიშვილის მზითვად იყო შენახული. ასე, რომ მისთვის მაინც არ იყო უცხო დედობრივი სიყვარული.


ეპისკოპოსის ბრძანებით მონასტერი დაიკეტა (მანამდე მონაზვნებმა ცეცხლი წაუკიდეს, კინაღამ გადაწვეს). შენობა მიტოვებული იყო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში. 2013 წელს კი ფეხბურთის გულშემატკივრების მთვრალმა ბრბომ დაარბია და გაანადგურა.





2. ბალთაზარ კოზა - მეკობრე და ლიბერტინელი, რომელიც გახდა პაპი იოანე XXIII-ე. XIV-ე საუკუნე.image

(როცა ძარცვა, 300 მონაზვნის გაუპატიურება, სოდომია და სექსი ჯადოქრებთან არ არის დაბრკოლება სულიერ ცხოვრებაში)


პაპი ბალთაზარ კოსა ისეთი ოდიოზური ფიგურაა, რომ ცალკე სტატიას იმსახურებს. ის იყო ფანტასტიკურად ცოდვილი და საოცრად იღბლიანი. ბოლონიის უნივერსიტეტის ძარცვით დაკავებული უბრალო სტუდენტიდან დაწყებული, შემდეგ მეკობრეების ეკიპაჟის ლიდერი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე შეიჭრა. მაგრამ მისი ახალგაზრდობის მცირე ცოდვებიც კი, ისევე როგორც ის, რომ მისი ცხოვრების საყვარელი ქალი ოფიციალურად გამოაცხადეს ჯადოქრად და მიესაჯა დაწვა, საერთოდ არ აწუხებდა პაპი ურბან VI-ს, რადგან ის თავის სამსახურში წაიყვანა და ეპისკოპოსის წოდების ამაღლების საშუალება მისცა. ურბანის გარდაცვალების შემდეგ თავად ბალთაზარი ავიდა ტახტზე იოანე XXIII-ის სახელით, თუმცა არა რომში, არამედ პიზაში.



სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ იგი ტახტიდან ჩამოაგდეს. რომის პაპს ბრალი წაუყენეს 74 ბრალდებაში, მათ შორის: სოდომია, 300 მონაზონის გაუპატიურება, შემდგომი ცხოვრების უარყოფა, წმინდა ნაწილების გაყიდვა, პაპ ურბანის მკვლელობა, ფულადი გარიგებები, სექსი საკუთარ შვილიშვილთან, მონასტრების დაწვა, ეპისკოპოსების წამება.


იყო სხვა ბრალდებებიც, მაგალითად, ორგია ჰქონდა მთელს ოჯახთან, მათ შორის მამა, დედა და მცირეწლოვანი ქალიშვილები. უბრალო სხვა ადამიანს ამ ბრალდებების ნახევრისთვისაც კი მკაცრად დასაჯიდნენ, მაგრამ ბალთაზარი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი; მას ამ ყველაფრის შემდეგ ეყო თავხედობა, რომ მისულიყო ახალ პაპთან აღსარების ჩასაბარებლად და ასე დაიბრუნა ბოლონიის ეპისკოპოსის წოდება. სხვათა შორის, მას საფლავზე ძეგლიც დაუდგეს, რომელიც თავად დონატელომ დააპროექტა.





3. ფილოსოფოსი პიერ აბელარი და მისი სტუდენტი ჰელოიზა. XII საუკუნე.image

პიერ აბელარდი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსია. ის იყო ამბიციური სასულიერო პირი, ბრწყინვალე ორატორი, მქადაგებელი, პოეტი, ღვთისმეტყველი და სქოლასტიკოსი. მაგრამ არა მისმა ფილოსოფიურმა ნამუშევრებმა გახადა ის ცნობილი, არამედ სექს-სკანდალმა, რომელმაც შეძრა მთელი ევროპა.


აბელარდი, სხვა საკითხებთან ერთად, მუშაობდა მასწავლებელად. პარიზის ერთ-ერთმა სულიერმა მამამ, კანონ ფულბერტმა, მას ანდო თავისი 17 წლის დისშვილი ჰელოიზა - და, როგორც ალბათ მიხვდებოდით,
მალევე ინანა. სქოლასტიკის შესწავლის ნაცვლად, აბელარდმა და ჰელოიზმა დაიწყეს ანატომიის შესწავლა და გოგონა დაორსულდა, მაგრამ ეს მხოლოდ რეალური პრობლემების დასაწყისი იყო.


კანონ ფულბერტმა მოახდინა რეაგირება ამ ამბავზე. მისი მსახურები შუაღამისას შეიჭრნენ აბელარდის სახლში და ფილოსოფოსს კასტრაცია გაუკეთეს. თუმცა, ის არა მხოლოდ გადარჩა, არამედ მოიგო ომი ფულბერტის წინააღმდეგ თანამოქალაქეების მხარდაჭერით.


აბელარდი ბერი გახდა და ჰელოიზაც ასე მოიქცა. ორივე მათგანი სიკვდილამდე აგრძელებდა ერთმანეთისთვის გულწრფელი, პლატონური სასიყვარულო წერილების გაგზავნას, რომლებზეც მთელი საფრანგეთი ტიროდა.



ფულბერტი ბოროტმოქმედი გამოიყვანეს, ხოლო აბელარი, როგორც უდანაშაულო მსხვერპლი და ელოიზა გახდა წმინდა და უმწიკვლო სიყვარულის სიმბოლო. მათი ვაჟი, სახელად ასტროლაბე, დარჩა მშობლების გარეშე - ფულბერტის მეურვეობის ქვეშ. საერთოდ, ახლა ეს ამბავი ყველა მხრიდან არაჯანსაღად გვეჩვენება და ზედმეტად მგზნებარე ბიძა რაღაც სიმპათიებსაც კი იწვევს.






4. დანიის მეფე ვალდემარი და მისი ცოლის და. XIII საუკუნე. image

შვედეთის მეფე ვალდემარ I ბირგერსონმა ყველაზე სულელურად მოახერხა ყველაფრის დაკარგვა - ძალა და სიცოცხლე. მან დაკარგა პაპის პატივისცემა, საჯაროდ გამოაცხადეს "უპასუხისმგებლოდ" და საბოლოოდ დაკარგა ტახტი - და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ვერ შეძლო თავისი ფალოსის შარვალში შენახვა.


ვალდემარი დაქორწინებული იყო დანიის მეფის ერიკ IV-ის ქალიშვილზე. მეფემ თავისი ქონება გაფლანგა უზარმაზარი გადასახადების გამო, თუმცა მაინც მოახერხა ქალიშვილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა - უფროსი ქალიშვილი სოფია დააქორწინა ვალდემარზე, ხოლო უმცროსი იუტა კი მონასტერში წავიდა, თუმცა, იგი იქიდან მალევე გამოიქცა, თავის დას სოფიას თავშესაფარი სთხოვა და თითქმის მყისიერად მოაჯადოვა მისი ქმარი. ვალდემარი და იუტა არც კი ცდილობდნენ ურთიერთობის დამალვას, იუტას მისგან შვილიც შეეძინა.



შვედეთის მეფე იმდენად ექსტრავაგანტული იყო, რომ პირადად მივიდა რომის პაპთან, რათა ნებართვა ეთხოვა უფროს დასთან (რომელიც ზედმეტად მოსაწყენი იყო მისთვის) გაეყარა იგი, რათა დაქორწინებულიყო მეუღლის უმცროს დაზე (რომელსაც უყვარდა თავგადასავალი და სპონტანური სექსი). რომის პაპმა არა მხოლოდ უარი თქვა ვალდემარის თხოვნაზე, არამედ უბრძანა მას კოლოსალური ინდულგენციის გადახდა. მისი საქციელი კი ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა მძიმე ცოდვად.


ბუნებრივია, ტახტის სხვა პრეტენდენტები მაშინვე გაჩნდნენ, ვალდემარი გამოაცხადეს არაკომპეტენტურად და ჩამოაგდეს ტახტიდან. ის ასე არ დანებდა და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა აჯანყების მოწყობას და ქვეყანაში უცხო ჯარების მოზიდვას, მაგრამ ამაოდ. ამან მხოლოდ გააუარესა მისი მდგომარეობა და შინაპატიმრობის ნაცვლად ეს ყველაფერი მკვლელობით დასრულდა: ის შიმშილით მოკვდა ნიკოპინგის ციხეში.






5. იმპერატორი ჟენგდეს სექსუალური თავგადასავალი. XV საუკუნე.image

არა მხოლოდ ევროპელმა მონარქებმა და მონაზვნებმა მიაღწიეს წარმატებას ცოდვილ საქმეებში, ჩინელი მმართველები ათასობით წლით ადრე იყვნენ ჩაძირულნი თავიანთ გარყვნილებაში. თუმცა, იმპერატორები ცხოვრობდნენ უკიდურეს იზოლაციაში და მათი ქმედებები, თუნდაც ყველაზე გარყვნილი, სხვებისთვის უხილავი იყო. ისტორიებმა იმპერიული გარყვნილების შესახებ ხალხში გაჟონა მხოლოდ მაშინ, როდესაც დინასტიას სამოთხის მანდატი ჩამოერთვა.


მაგალითად, იმპერატორ ვენსუანს უყვარდა ქვეშევრდომების წინაშე შიშველი სირბილი (და ქალის მაკიაჟითაც კი) და ხშირად იძინებდა ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში. იმპერატორ გაოზუს იმდენად სძულდა კონფუციელი მეცნიერები, რომ მათ ქუდები ჩამოართვა და ხალხის წინაშე დააშარდა. მან ასევე აქცია კონფუციანიზმი სახელმწიფო იდეოლოგიად, როდესაც მიხვდა, რამდენად მოსახერხებელი იყო ეს ქვეყნის სამართავად.


მათთან შედარებით, მინგის დინასტიის იმპერატორი ჟენგდე შედარებით ადეკვატურად გამოიყურება - ის ცდილობდა ქვეყნის მართვას და ჯოჯოხეთურად არ სვამდა. ახალგაზრდა მმართველმა ისწავლა არაბული, მონღოლური და სანსკრიტი; ჩაატარა წარმატებული სამხედრო ლაშქრობები მონღოლების წინააღმდეგ, უზრუნველყო ჩრდილოეთის საზღვრები და თავიდან აიცილა დიდი აჯანყება. მაგრამ ის კიდევ უფრო დაამახსოვრდათ მისი ექსცენტრიული ქცევით. ჟენგდემ საჭურისებს შორის საყვარლები აიყვანა და მათგან ასი იშვილა. მას ასევე უყვარდა მოქალაქედ გადაცმა და იაფფასიანი ბორდელების მონახულება, ზოგჯერ კი მეძავების მიყვანა თავის სასახლეში.


მაგრამ ყველაზე ამაზრზენი, თანამედროვეთა აზრით, იყო ის ფაქტი, რომ იმპერატორის საყვარელი იყო ისლამისტი, ქალაქ ჰამის გამგებელი საიდ ჰუსეინი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს უფრო იყო პოლიტიკური, ვიდრე სასიყვარულო ურთიერთობა - ქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი მონღოლებისგან ქვეყნის დასაცავად. როგორც ჩანს, ჟენგდესთვის ეს იყო მტრებთან გაერთიანების ყველაზე საიმედო და ნაცნობი გზა.



0
863
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
863
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0