x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138533
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
ბრაზილიაში ქალმა ღალატის გამო ქმარს პენისი მოაჭრა და უნიტაზში ჩარეცხა
image

ბრაზილიაში საშინელ ინციდენტს განიხილავენ: ღალატით განრისხებულმა ქალმა ქმარს მამაკაცური ღირსება მოაჭრა და უნიტაზში ჩაუშვა.ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily mail-ი წერს.



სან-პაულოს მახლობლად მდებარე ქალაქ ატიბაიაში მცხოვრებმა 34 წლის ქალმა აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა... თხუთმეტი წლის დისშვილთან. ქალი მეუღლეს ციხეში ვერ გაუშვებდა, რადგან ბრაზილიაში ეგრეთ წოდებული „თანხმობის ასაკი“ თოთხმეტი წელიწადია - ორი წლით ნაკლები, ვიდრე უმეტეს ქვეყნებში.


შეურაცხყოფილმა ცოლმა გადაწყვიტა დანაშაულზე წასულიყო. პიკანტური სექსუალური თამაშის საბაბით მან 39 წლის ქმარი ხელ-ფეხით მიამაგრა საწოლზე და დაასახიჩრა.აღსანიშნავია, რომ მანამდე ქალბატონმა ინტერნეტში წაიკითხა, რომ ქირურგებს შეუძლიათ მოჭრილი პენისის უკან მიკერება, ამიტომ მან ქმრის საოხრე უნიტაზში ჩარეცხა.



დასახიჩრებული ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დამნაშავე კი - რომელსაც მკვლელობის მცდელობაში ედებოდა ბრალი - ციხეში გადაიყვანეს.


აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათად, მაგრამ ხდება. ამა წლის სექტემბერში ინდოელმა ქალმა იგივე გაუკეთა მამაკაცს, რომელმაც უარი თქვა მასზე დაქორწინებაზე. და ასევე ქალბატონმა ინდონეზიიდან შური იძია თავის შეყვარებულზე, რომელიც დაჰპირდა მისი ინტიმური ვიდეოების ინტერნეტში განთავსებას.


ამ ბმულზე კი გაეცნობით 5 შემთხვევას, როდესაც ქალებმა მუქარა რეალობად აქციეს და პარტნიორებს პენისი მოაჭრეს.

1
176
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
176
  
2023, 31 დეკემბერი, 22:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1