x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მეორე მათი მსგავსი არ არის: 11 ქალი, რომელზეც ყველა გიჟდებოდა

image


ამბობენ რომ ლამაზი ქალები ბევრად მეტნი არიან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს - უბრალოდ ყველამ არ იცის როგორ წარმოაჩინოს საკუთარი მიმზიდველობა და სილამაზე. ჯერ საკუთარ უნიკალურობაში ადამიანი თავად უნდა დარწმუნდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაარწმუნოს ამაში სხვებიც. რაღა თქმა უნდა, საპირისპირო მაგალითებიც არსებობს, თუმცა ეს უფრო გამონაკლისია ვიდრე წესი. ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებმა ყველაფერი გააკეთეს რათა ისტორიაში საკუთარი წარუშლელი კვალი დაეტოვებინათ. მათ უწოდებენ ყველაზე ლამაზებს, ყველაზე ნიჭიერებსა და წარმატებულებს - ამ მშვენიერ ქალბატონებს აღფრთოვანებაში არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალებიც კი მოჰყავთ, რომლებიც მათში უნივერსალურ მისაბაძ მაგალითს ხედავენ.





სოფი ლორენი


image


იტალიელი მსახიობი და მომღერალი სოფი ლორენი და მისი უმცროსი და, ანა მარია ვილიანი შიკოლონე, საფრანგეთი, 1955 წელი. ამ ოჯახში როგორც ჩანს, მხოლოდ ლამაზები იბადებოდნენ.



დებრა პეჯეტი


image


დებრა პეჯეტი - ამერიკული კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობი გახლდათ. ის კინოში 40-იანი წლების ბოლოს მოვიდა და მალევე ვარსკვლავად იქცა. ყველაზე ხშირად დებრას ნახვა ვესტერნებსა და ისტორიულ ფილმებშია შესაძლებელი.



სიგურნი უივერი


image


სიგურნი უივერი, 1983 წელი, ეს მსახიობი ყოველთვის საოცარი შარმითა და მიმზიდველობით გამოირჩეოდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი 74 წლის ასაკშიც კი საოცარ ფიზიკურ ფორმაშია. ახალგაზრდობაში სიგურნი შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისგან ყოველთვის განსხვავდებოდა, რითიც კინომანთა ყურადღებასაც იპყრობდა.




დიანა დორსი


image


განსაცვიფრებელი დიანა დორსი მერლინ მონროს ბრიტანული ასლი გახლდათ. ის კინოში 16 წლის ასაკში მოვიდა და მაყურებელი პირველი გამოჩენისთანავე მოხიბლა.



სალმა ჰაიეკი


image


სალმა ჰაიეკი ფილმისთვის "სასოწარკვეთილი", 1995 წელი. მსახიობი დღემდე წარმატებით ინარჩუნებს მსოფლიო კინოს მთავარი სექს-სიმბოლოს ტიტულს. მექსიკელი ლამაზმანი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მომხიბვლელი ხდება - სხვებს ასე ნამდვილად არ შეუძლიათ.



ბრიჯიტ ბარდო


image


ბრიჯიტ ბარდოზე უნდა ვისაუბროთ არა უბრალოდ როგორც ლამაზ ქალზე, არამედ როგორც მე-20 საუკუნის კულტურულ ფენომენზე. მას ნებისმიერი ადამიანის მოხიბლვა პირველივე გამოხედვისთანავე შეეძლო.



ჯული ლონდონი


image


ჯული ლონდონი "ბევერლი ჰილზის" სასტუმროში, 1957 წელი, ჯული ამერიკელი ჯაზის მომღერალი და მსახიობი გახლდათ. ამერიკელ ვარსკვლავთან წარმატება საკმაოდ დაბალი და ძალიან მგრძნობიარე ხმის წყალობით მივიდა.




ჯინ შრიმპტონი


image


გასული საუკუნის ლეგენდარულ მოდელსა და მოდის კერპს, ჯინ შრიმპტონს პირველ სუპერმოდელსაც უწოდებენ. მართალია, ეს ფოტო 1965 წელს არის გადაღებული, თუმცა ის დღესაც ახსოვთ. 2009 წელს ჯინი ყველა დროის საუკეთესო მოდელების სიაში მოხვდა.



ჰელენ მირენი


image


კინომაყურებელთა უმრავლესობამ ჰელენ მირენი საკმაოდ მოწიფულ ასაკში გაიცნო, როდესაც ის ძირითადად, დედოფლებსა და იმპერატრიცებს ასახიერებდა, თუმცა ახალგაზრდობაშიც მსახიობი ძალიან მიმზიდველი იყო, ვარსკვლავის ნამდვილი გვარი - მირონოვა გახლავთ.



კიმ ნოვაკი


image


ამერიკული კინოს ვარსკვლავი, კიმ ნოვაკი ალფრედ ჰიჩკოკის თრილერში "თავბრუსხვევა" მადლენ ელსტერისა და ჯუდი ბარტონის როლების შესრულებით გახდა ცნობილი, 1995 წელს როდესაც ნოვაკი უკვე 62 წლის იყო, ჟურნალ "Empire"-ის ვერსიის მიხედვით ის ისტორიაში 100 ყველაზე სექსუალური კინოვარსკვლავის სიაში მოხვდა.




რიტა ჰეივორთი


image


ჰოლივუდის "ოქროს ხანის" სექს-სიმბოლოდ აღიარებული, შეუდარებელი რიტა ჰეივორთი მზად იყო ყველანაირ მსხვერპლი გაეღო ოღონდ ვარსკვლავი გამხდარიყო. მტანჯველი ვარჯიშები, დაუსრულებელი ცეკვის გაკვეთილები, გამუდმებული კრიტიკა, მომაბეზრებელი პროდიუსერები, მუდმივი სტრესი - როგორ შეძლო ასეთმა სუსტმა და ნაზმა გოგონამ ამ ყველაფრის ატანა?









0
1075
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1075