სოციალური ქსელების შექმნის დღიდანვე, უხვად გამოჩნდა ადამიანები, რომლებსაც კომპლექსები არ აწუხებს და შეუძლიათ დადონ პრაქტიკულად ყველა სახის პირადი სურათები.
სურათები, რომელთა უდიდესი ნაწილი აბსურდამდე დასული უაზრობაა, მაგრამ სამაგიეროდ ნახვადია და "შერეკილებიც" პოპულარული ხდებიან, ისევე, როგორც (გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს) ერთი ქართველი "ტიკ-ტოკერი" "ელიტური მათხოვარი", რომელიც ოღონდ ლი ფული ჩაურიცხონ და ხან ტირის, ხან თავის მოკვლით იმუქრება, ჭამით კი ისე ჭამს მუქთი ფულით ნაყიდ ხინჯალს და ნამცხვარს, ჭამას შეგაძულებს თავმოყვარე ადამიანს.
სოციალური ქსელი ბევრისთვის ანდამატივით მიმზიდველი გახდა და გამომწერების რაოდენობის გაზრდის მიზნით ისეთ სურათებს ტვირთავს, ნორმალური საზოგადოებისათვია არაფრისმომცემი რომაა, მაგრამ ვიღაცას მოსწონს, რადგან იუმორის კუთხით უყურებს.
მე არავის განვსჯი, ჩემი გემოვნებით და შეხედულებებით ვინმემ რატომ უნდა ატვირთოს სურათები, უბრალოდ საინტერესოა ასეთი პოპულარობა რაში ჭირდება ამ ხალხს?
დევს რაიმე შინაარსი ამ სურაში?-მარაზმამდე დასული უაზრობაა და მეტი არაფერი ჩემი აზრით.
ან ეს სურათი რა ასატვირთი იყო?
შეიძლება მართლა "რქიანია" ეს კაცი, მაგრამ კომბოსტო რა შუაშია ვერ ვხვდები.
აშკარად კაცია, მაგრამ ქალის ჩაცმულობით რას ამტკიცებს ხვდებით ვინმე?
ასეთ თმაგრძელ და "ჭკუამოკლე" ადამიანს ანდობდით თქვენს ჯანმრთელობას?
მაცივარს კარგად ეტყობა იდიოტი პატრონი, რომ ჰყავს.
თვითონ ვერ გადაიღებდა ამ სურათს, ოჯახის წევრი აშკარად გონებაჩლუნგი ჰყოლია ამ ბიჭს.
ფულის ხამები.
სურათი კი არა ერთი დიდი მარაზმია.
ამას მკერდი, რომ არ მოეშიშვლებინა, ისე ხომ ვერ გახდებოდა პოპულარული?
სურათის გადაღებამდე აჯობებდა ფეხები დაებანა.
თავი, რომ არ მოგაწყინოთ, პირდაპირ გთავაზობთ "შერეკილების" კოლაჟს.
+14