სხვა რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ჩვენი თვალის ფერი 2024, 6 თებერვალი, 10:00 თვალი (ლათინურად oculus) მხედველობის სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში. ანატომიურად და ფუნქციონალურად სამი ნაწილისგან შედგება: პერიფერიული ორგანოების, გამტარი გზებისა და მხედველობის ცენტრებისაგან.
თავის მხრივ მხედველობის სისტემის პერიფერიული ნაწილი შედგება: თვალის კაკლის, თვალის მამოძრავებელი აპარატის (ადამიანში - თვალის 6 კუნთი) და თვალის კაკლის დამცავი ორგანოებისაგან (წარბები, ქუთუთოები, წამწამები, დიდი და მცირე საცრემლე ჯირკველბი). ![]() ცნობილია, რომ არსებობს თვალის სხვადასხვა ფერები, რასაც პიგმენტი მელანინი განაპირობებს, ხოლო ამ პიგმენტის ნაკლებობა კი იწვევს ერთ ადამიანში განსხვავებული ფერის თვალებს, რასაც ჰეტეროქრომია ეწოდება და ის ასევე გენეტიკურ ფაქტორს წარმოადგენს. ყველაზე ხშირად კი ჰეტეროქრომიის გავრცელებული ფორმაა ყავისფერი და ლურჯი თვალი ერთ ადამიანზე, ამიტომ თუ შემთხვევით ასეთი შვილი გაგიჩნდათ, არ შეიძლება ამ სინდრომს შევხედოთ დაავადების თვალით, ეს ბუნებრივი სრულყოფილებაა, რომელიც 1000-დან 10 ადამიანს შეიძლება განუვითარდეს გენეტიკური ფაქტორის გავლენით. გასაკვირია, რომ თვალის ფერი შეიძლება შეიცვალოს სამედიცინო ჩარევის გარეშეც. რა იწვევს ამ ფაქტს? რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ჩვენი თვალის ფერი1. განწყობა იწვევს თვალის ფერის ცვლილებას. ![]() როდესაც ჩვენ განვიცდით ძლიერ ემოციებს, ჩვენი გულისცემა არა მხოლოდ იზრდება, არამედ ირისის ფერიც შესამჩნევად იცვლება. ადამიანებს, რომლებიც განიცდიან ბედნიერების ძლიერ გრძნობას, უფრო მკაფიო ფერები აქვთ თვალში! 2. როდესაც ორგანიზმს ვწმენდთ ტოქსინებისგან, თვალის ფერი იცვლება. ![]() 3. მზის შუქი და საცხოვრებელი ადგილი გავლენას ახდენს თვალის ფერზე. ![]() 404 3-ს მოსწონს
|