x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138409
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
Playboy-ის რუსი მოდელი გოგო თაღლითის მსხვერპლი გახდა - დაბლოკილი გვერდის აღდგენისათვის "ქარს გატანებული" ათეულ ათასობით რუბლი

image
თაღლითები არცერთ ქვეყანას არ აკლია და ამ მხრივ არც რუსეთია გამონაკლისი. სექტემბრის ბოლოს თაღლითმა, ვინმე "ჰუსეინმა" "Playboy"-ის რუს მოდელს მოსკოვიდან დახმარება შესთავაზა "ინსტაგრამის" დაბლოკილი გვერდის აღსადგენად და ამისათვის მოდელს პირველ ეტაპზე 25 000 რუბლი გამოსტყუა, ხოლო გვერდის აღდგენის შემდეგ მოდელთან სიტყვიერად შეთანხმდა, რომ დამატებით 10 000 რუბლს მიიღებდა.



ანა ბელოვა, რომელიც ცნობილია, როგორც ანნაბელ ნისლენი, -ბლოგერი, მოდელი და ფიტნეს-მწვრთვნელი გახლავთ. ის ხშირად მონაწილეობდა და მონაწილეობს სარეკლამო რგოლებისათვის საჭირო გადაღებებში. ის 2020 წელს "Playboy"-ის გარეკანზეც მოხვდა.

image
"ინსტაგრამი" (აკრძალულია რუსეთში, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია) ანას "ინსტაგრამის" ადმინისტრაციამ დაბლოკა მას შემდეგ, რაც მან ნუდისტური სურათები ატვირთა საკუთარ გვერდზე, რაც "ინსტაგრამის" სტანდარტებს არღვევდა და ანას გვერდი დაუბლოკეს. მოდელი და ბლოგერი ძალიან შეაწუხა ამ ფაქტმა და შემთხვევით სხვა სოციალურ ქსელში გაცნობილ "პროგრამისტს" ვინმე "ჰუსეინს" სთხოვა დახმარება, თან ავანსი 25 000 რუბლი გადასცა.
"პროგრამისტმა" ვერ მოახერხა დაბლოკილი გვერდის აღდგენა და ანას კატეგორიული მოთხოვნის და საჩივრის შეტანის მუქარის შემდეგ ანას 11 000 რუბლი დაუბრუნა, დანარჩენის დაბრუნებაზე კი სასტიკი უარი განუცხადა, იმ მოტივით, რომ მას თავისი შრომა უღირდა იმ დაუბრუნებელ 14 000 რუბლად.
ანამაც უკან არ დაიხია და "ჰუსეინს" თაღლითობისათვის პოლიციაში უჩივლა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, "ჰუსეინის" ვინაობის იდენტიფიკაციის შემდეგ ის დააკავეს.

ანა მთელი თავისი "სიდიადით".

imageimageimageimageimageimageimageimage imageimageimageimageimageimageimage




+14







0
312
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
312