x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 ყველაზე ავხორცი ქალი ისტორიაში, რომელთა "საქმენი საგმირონი" დღემდე განცვიფრებას იწვევს
image


ისტორიას ბევრი იმ ქალის სახელი ახსოვს, რომელთა სასიყვარულო თავგადასავლები და ვნებები სწორედ სამეფო პალატებში დაიწყო. ეს ქალბატონები არა მხოლოდ თავიანთი სილამაზითა და მომხიბვლელობით, არამედ მიზიდულობის განუმეორებელი ძალითაც გამოირჩეოდნენ, მათ იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ თავიანთი მიმზიდველობა და ცდუნების უნარი საკუთარი მიზნების მისაღწევად. მათი სახელები საზოგადოებაში დღემდე იწვევს ინტერესსა და აღტაცებას. ისინი იყვნენ სკანდალების, ინტრიგებისა და მშფოთვარე რომანების მთავარი გმირები, რომლებიც ლეგენდებად იქცნენ, და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალების ნაწილი დროთა განმავლობაში საზოგადოების მხრიდან მივიწყებულ იქნა, მათი ისტორიები აქტუალობასა და ინტერესს დღემდე არ კარგავს. მოდით ჩავუღრმავდეთ ისტორიას და გავიხსენოთ ის 10 ყველაზე ავხორცი ქალი, რომელთა ისტორიებმაც წარუშლელი კვალი დატოვა.


მარია ანტუანეტა



image


საფრანგეთის მეფეს, ლუი XVI-ეს მეუღლის, ავსტრიის ერცჰერცოგინიას მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ შეეძლო, რადგან ის ფიმოზით იტანჯებოდა. დედოფალმა პრობლემა სხვა მამაკაცების დახმარებით მოაგვარა. ყოველ საღამოს მარია ანტუანეტა მეჯლისზე დადიოდა, სადაც მამაკაცებს აცდუნებდა, მიუხედავად იმისა რომ ლუი XVI ყველაფერს მშვენივრად ხვდებოდა, მეუღლის გატაცებას მდუმარედ იტანდა.


კლეოპატრა



image


კლეოპატრას ინტიმური კავშირის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და მამაკაცებთან გართობის გზებს ყოველთვის პოულობდა. ამბობენ, რომ დედოფალი იმდენად კარგი იყო საწოლში, რომ მის მკლავებში მოხვედრაზე ყველა კაცი ოცნებობდა.


გრაფინია დიუბარი



image

13 წლის ასაკში გოგონა მონასტრიდან გაიქცა და ქალაქის ქუჩებში საკუთარი სხეულით ვაჭრობდა. ლუი XV-ს მშვენიერი ასული მოეწონა და საყვარლად გაიხადა. გრაფინიას სტატუსის მიღების მიუხედავად ის ფულის გამო მამაკაცებთან ურთიერთობას კვლავ აგრძელებდა.


მარკიზა დე პომპადური



image


ჟანა ანტუანეტა პუასონი ეფექტური გარეგნობის იყო, ამიტომ გოგონა შეძლებულ თაყვანისმცემელს ეძებდა. ლუი XV-ის გაცნობის შემდეგ კი, ჟანა მისი ოფიციალური საყვარელი გახდა, თუ მეფე რომელიმე მინისტრისთვის მადლობის გადახდას მოისურვედა, ის მარკიზა დე პომპადურს მის საძინებელში უშვებდა.


ჯოვანა ნეაპოლელი



image


ჯოვანამ მამაკაცებისა და ქალებისადმი ინტერესის გამოვლენა 16 წლის ასაკიდან დაიწყო. თავიდან გოგონა იმ დროის სხვადასხვა უხამსს ლიტერატურას ეცნობოდა, შემდეგ კი მისი პრაქტიკაში განხორციელებაც დაიწყო, მისი სარეცელი ათასზე მეტმა მამაკაცმა გაიარა, მეტიც, დედოფალს ერთდროულად რამდენიმე პარტნიორის მიღებაც კი შეეძლო.


გალა დალი



image


გალა სალვადორ დალისთან შეხვედრამდე თავისი მსუბუქი ხასიათით იყო ცნობილი. სასიყვარულო თავგადასავლების მოყვარულს საკუთარ ჰობიზე უარი ვერც მხატვარზე გათხოვებამ აიძულა. ასაკთან ერთად მისი თაყვანისმცემლების რაოდენობამ იკლო, ამიტომ მამაკაცებს სიამოვნებისთვის ის ფულს უხდიდა, ხოლო როდესაც ფინანსებიც ამოეწურა, ის მათ ფულის ნაცვლად სალვადორ დალის ნახატებს ჩუქნიდა.


ელისაბედ პეტრეს ასული



image


რუსეთის მონარქი, ელისაბედ I სიამოვნების სანაცვლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობებითა და მაღალი წოდებით არა მხოლოდ დიდგვაროვნებს, არამედ რიგითებსაც ანებივრებდა, მას ერთდროულად რამდენიმე საყვარლის ყოლაც არ ერიდებოდა. გავრცელებული ჭორების თანახმად, იმპერატრიცა საკუთარ საძინებელში ერთდროულად ოთხამდე საყვარელსაც კი იღებდა.


ვალერია მესალინა



image


რომის იმპერატორის ცოლი დროს ბევრ მამაკაცთან ატარებდა. მას მათთან დროის ტარება იმდენად სიამოვნებდა რომ ბორდელში წასასვლელად და თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად სასახლეს ხშირად ღამითაც ტოვებდა.


ეკატერინე II დიდი


image


იმპერატრიცა ეკატერინე თავისი მეტისმეტი ვნებიანობით იყო ცნობილი. ახალგაზრდობაში მას ოცდაათამდე საყვარელიც კი ჰყავდა, თუ იმპერატრიცას მამაკაცი მოეწონებოდა, ის მაშინვე მისი ფავორიტი ხდებოდა. ყველა ახალგაზრდა ეკატერინეს საძინებელში მოხვედრაზე და ახალი სტატუსისა თუ ფულადი ჯილდოს მიღებაზე ოცნებობდა. იცოდა რა პოტიომკინმა, ეკატერინეს პრეფერენციების შესახებ, ის ხანდახან მასა და მის ფავორიტ მამაკაცს შორის პირად შეხვედრებს აწყობდა, რისთვისაც ჯილდოსაც იღებდა.




მარია ალექსეევნა სალტიკოვა


image


პრინცესა თავისი სილამაზით გახლდათ განთქმული და მამაკაცების ყურადღებასაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იპყრობდა. გენერალ ვასილი სალტიკოვის მეუღლეს ჯარისკაცებთან გართობა განსაკუთრებით ხიბლავდა, ამიტომ ღამით კაცის ტანსაცმელში გადაცმული მარია ალექსეევნა სახლიდან მალულად იპარებოდა და სამხედრო ყაზარმისკენ მიიჩქაროდა. ისტორიკოსების თქმით, მას ურთიერთობა 300-ზე მეტ კაცთან ჰქონდა.











0
392
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
392