x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გამოვლინდა "მის დედამიწა" 2023-ის გამარჯვებული
image

ყოველწლიური სილამაზის საერთაშორისო კონკურსის "მის დედამიწა"( Miss Earth) გამარჯვებული გახდა ალბანეთის წარმომადგენელი, 18 წლის დრიტა ზირი, რომელმაც უკან ჩამოიტოვა კონკურსში მონაწილე 84 ლამაზმანი მთელი მსოფლიოდან.


კონკურსი ვიეტნამში გაიმართა და მასში 85 ქვეყანის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტიტული "მის ჰაერი" მოიპოვა ფილიპინელმა ილანა მარი ადუანამ, ვიეტნამელი დო ლან ანჰი გახდა "მის წყალი", ხოლო ტაილანდელი კორა ბლიალუტი "მის ცეცხლი".


როგორც კონკურსის ვებსაიტი იუწყება, Miss Earth მიზნად ისახავს განავითაროს სილამაზის კონკურსების ინდუსტრია „როგორც ეფექტური ინსტრუმენტი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის“. მონაწილეები ეჯიბრებიან სილამაზისა და გარემოსდაცვითი საკითხების ცოდნაში; გამარჯვებულები შემდგომში მოქმედებენ როგორც გარემოს დაცვის ელჩები მთელს მსოფლიოში.


image

"მის დედამიწა" ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სილამაზის კონკურია, იმართება 2001 წლიდან, სილამაზის კონკურსი "დიდი ოთხეულის" კატეგორიაში. ჩვეულებრივ ტარდებოდა ფილიპინებში, მხოლოდ 2015 წლიდან კონკურსი ჩატარდა სხვა ქვეყანაში, კერძოდ ავსტრიაში. მაუწყებლობს 80-ზე მეტ ქვეყანაში Fox Life-ისა და The Filipino Channel-ის მეშვეობით, კონკურსში ყველაზე ხშირად გაიმარჯვა ფილიპინების წარმომადგენელმა (2008, 2014, 2015 და 2017 წლებში)


წელს ტოპ 8-ში (მეორე ადგილი ) მოხვდა ბრაზილიის, ყაზახეთის, ნიდერლანდების და რუსეთის წარმომადგენელი.

imageფოტოებზე:დრიტა ზირი, "მის დედამიწა"-2023

ფინალურ მონაწილეებს შორის არ იყო საქართველოს წარმომადგენელი.ჩვენი ქვეყანა სულ ოთხჯერ მონაწილეობდა ამ კონკურსზე 2006-2009 წლებში, ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ნანა მამასახლისმა 2007 წელს, რომელიც ტოპ-8 -ში მოხვდა.

0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0