x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სად არის ამჟამად და როგორ გამოიყურება "თვითმფრინავის ბიჭების" ერთადერთი გადარჩენილი მონაწილე?
image

გასულ თვეში 40 წელიწადი გავიდა "თვითმფრინავის ბიჭების" საქმიდან, რა დროსაც სამგზავრო თვითმფრინავის ტუ-134A -ს გატაცების მცდელობა საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7 ქართველი ახალგაზრდას მონაწილეობით, ტრაგიკულად დასრულდა.(დაწვრილებით იხილე ამ ბმულზე).


ამ ტრაგიკული მოვლენის მონაწილეთგან, სიცოცხლე შეუნარჩუნდა ერთადერთ მონაწილეს, თინათინ ფეტვიაშვილს, რომელმაც წინა დღით ჯვარი დაიწერა მსახიობ გეგა კობახიძეზე.თინათინი დახვრეტას ორი მიზეზით გადაურჩა, პირველი, რომ იმ დროს ის ფეხმძიმედ იყო, (შემდგომ მუცელი მოეშალა)და მეორე და უფრო მთავარი, საბჭოთა კანონმდებლობა ქალების მიმართ უფრო ლმობიერი იყო და დახვრეტის განაჩენი ძალზე იშვიათად გამოჰქონდათ, სულ ერთეულია ასეთი შემთხვევები(იხილე მბული)

image


სად არის და რას მოღვაწეობს ამჟამად თინა ფეტიაშვილი?


ციხიდან გამოსვლის შემდეგ თინა ფეტვიაშვილი მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე მსახიობ სოსო ლაღიძის შვილი, გიორგი ლაღიძეა.


image

"გიორგი და თინა 1992 წელს წავიდნენ საქართველოდან. ჯერ გიორგი გახდა საბერძნეთის მოქალაქე, მერე – თინა. გიორგიმ ძალიან იწვალა – თავიდან ბოლომდე გასინჯეს. ახლა ნიქოზიაში ცხოვრობენ, 18 წლის ვაჟი ჰყავთ, ჩემი სეხნია სოსო ლაღიძე, უკვე კვიპროსის ჯარში ჩაირიცხა. სოსო კარგად მღერის, გიორგიც თავის მიერ ჩამოყალიბებულ ანსამბლშია, კარგად უკრავს გიტარაზე. ხან სად მართავენ კონცერტებს, ხან – სად. გიორგიც და თინაც მხატვრები არიან და მხატვრობით ირჩენენ თავს. თუ აქვთ შეკვეთა, ხომ ძალიან კარგი, თუ არ აქვთ, მე ვეხმარები აქედან.


image

გიორგიმ და თინამ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. თინა ახალი გამოსული გახლდათ ციხიდან, როცა აკადემიაში აღადგინეს. ძალიან მორიდებული იყო, ყველა მას უყურებდა. იმ პერიოდში ცოტა თავსაც არიდებდნენ. გიორგი არ შეუშინდა იმ ყველაფერს, გვერდში ამოუდგა, შეუყვარდათ ერთმანეთი, მერე მეც გამიმხილა, რომ თინა შეუყვარდა. მე ძალიან კარგად მივიღე რძალი.

image

რა თქმა უნდა, მძიმეა ის ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ, ახლა მისთვის ეს პრობლემა აღარაა. გეგა კობახიძე ძალიან კარგი პიროვნება და მსახიობი იყო. თინას ოჯახში გეგას ფოტო როიალზე იდო, მაგრამ ეს არც გიორგისთვის იყო პრობლემა და არც ჩვენთვის. პირიქით, აქაურობა ძალიან ენატრებათ, ჩვენც ვენატრებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოდიან"(სოსო ლაღიძე)

0
759
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
759
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0