x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138447
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
როგორ გაძარცვა ქართველმა კანონიერმა ქურდმა ალა პუგაჩოვა

image

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.



ლაველასი


კარლო აბრამიშვილი ავტორიტეტული კანონიერი ქურდი იყო და კოლეგები მას „ლაველასს“ უწოდებდნენ. ეს მეტსახელი, რაც დონჟუანობას, მექალთანეობას ნიშნავს, აბრამიშვილს შემთხვევით არ შეარქვეს. კარლო, მართლაც რომ, ქალების დიდი მოყვარული იყო, რაშიც მას უზადო გარეგნობა და მოქარგული ენა უწყობდა ხელს. ჩაცმით კი ის ბოლო მოდაზე იყო გამოწყობილი და ცნობილ კინოვარსკვლავს ჩამოჰგავდა. ამასთანავე კარლოს დახვეწილი მანერებიც ჰქონდა და დიდი გარდასახვის უნარიც. ამასთანავე, აბრამიშვილი თავის ძირითადი პროფესიის ასი იყო. კარლო უზადოდ ფლობდა „დომუშნიკის“ (ბინის ქურდი) სპეციალიზაციას და არ არსებობდა საკეტი, მას რომ არ დამორჩილებოდა. კარლო რეციდივისტი იყო. სამი „სროკი“ ჰქონდა მოხდილი და ციხეში 11 წელი გაატარა. ის არც საპყრობილეებში ყოფნისას კარგავდა დროს და ინგლისურ და ესპანურ ენებს დაეუფლა. 1929 წელს დაბადებულ „ლაველასს“ კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებდა – მიუხედავად „ლაგერებში“ გატარებული წლებისა, მას ასაკი არ ეტყობოდა და არსებულ წლებზე 10 წლით უმცროსად გამოიყურებოდა. ხოლო „სვაბოდაზე“ ყოფნისას შესაბამისი ჩაცმულობისა და თავის მოვლის შედეგად მას კიდევ 5 წელი აკლდებოდა. „ლაველასი“ როგორც სხვა ღირსებებს, ამასაც შესანიშნავად იყენებდა თავის საქმეში და სიამოვნება და საქმე ერთ პრიზმაში ჰქონდა მოქცეული.




მონუსხული პრიმადონა

1979 წლის ზაფხულში 50 წლის კარლო აბრამიშვილი სულ რაღაც 8 თვის გათავისუფლებული იყო პატიმრობიდან. „ლაველასმა“ მოსკოვში ორი საქმე სუფთად გააკეთა, ყველას თავისი წილი მისცა და სოჭში გაემგზავრა „საგულაოდ“. მანამდე კი ქალაქ ოდესაში შეიარა. ახალთახალი 2 წყვილი მოდური „შმოტკები“ შეიძინა. კარლომ ბინა იქირავა და „სანადიროდ“ გაემართა. როგორც შემდგომ აღიარებით ჩვენებაში წერდა, „ლაველასი“ უცხოელი „ნაშების“ „შებმას“ აპირებდა, რომლებიც სოჭსა და ახლომდებრე კურორტებზე მრავლად იყვნენ. მისივე თქმით, კარლო აპირებდა მათ დიპლომატად გასცნობოდა, რაშიც ენების ცოდნა დაეხმარებოდა. თუმცა, სოჭის ცენტრში კარლომ უზარმაზარი სარეკლამო ბანერი შენიშნა. მასზე საბჭოთა ესტრადის პრიმადონა, ალა პუგაჩოვა იყო გამოსახული. აფიშაზე ეწერა, რომ მომღერალი სოჭში ერთთვიანი გასტროლებით იყო ჩამოსული და კონცერტები ორი დღის მერე უნდა დაწყებულიყო საზაფხულო-საკონცერტო დარბაზ „ფესტივალნიში“. „ლაველასმა“ გეგმები შეცვალა და გადაწყვიტა, პუგაჩოვას „დაპათხოდებოდა“. კარლომ გაარკვია, რომ ალა ბორისოვნა სასტუმრო „ჟემჩუჟინას“ აპარტამენტებში ცხოვრობდა. აბრამიშვილი ჯერ უზადოდ გამოეწყო, შემდეგ ყვავილების ბაზარზე უამრავი ვარდი შეიძინა, სასტუმროს ადმინისტრატორს დიპლომატად გაეცნო და სთხოვა, რომ პუგაჩოვას ნომერში აეტანა. თან, ბარათი გაატანა, რომელშიც ეწერა – თქვენი ტალანტის თაყვანისმცემელი, დიპლომატი ქართველისგანო. პრიმადონამ ადმინისტრატორს სთხოვა, რომ ვარდების გამომგზავნი მასთან მიეწვია და როდესაც ალამ აბრამიშვილი დაინახა, მისი პიროვნებით მოინუსხა. იმავე საღამოს „ლაველასი“ და ალა „ჟემჩუჟინას“ რესტორანში ვახშმობდნენ. ამასთანავე, აბრამიშვილი მომღერლის თითქმის ყველა კონცერტს ესწრებოდა და ყოველთვის პირველ რიგში იჯდა.



მაესტრო



პუგაჩოვას სოჭური გასტროლების ბოლო დღე იყო. კარლო აბრამიშვილი, ტრადიციულად, პირველ რიგში იჯდა და პრიმადონას ტაშს უკრავდა. პირველი ნაწილი რომ დასრულდა, „ლაველასი“ საგრიმიოროში ეწვია მომღერალს. წინასწარ შეკვეთილი ვარდებით სავსე კალათა მიუტანა და უთხრა, მოსკოვს უნდა ველაპარაკო, სამინისტროდან დაურეკავთ და გადმომცეს, სასწრაფოდ დავუკავშირდეო. როგორც კი დავასრულებ, დავბრუნდები. „მაესტროს“ მოვუსწრებო. „მაესტრო“ ცნობილი სიმღერა იყო, პრიმადონა ამით ამთავრებდა ხოლმე თავის გამოსვლებს სოჭურ გასტროლებზე. კარლომ ტაქსი გააჩერა და სასტუმრო „ჟემჩუჟინაში“ გაქანდა შემდეგ პრიმადონას აპარტამენტებში სათადარიგო ასასვლელიდან ავიდა. ნომრის კარი „ატმიჩკებით“ გააღო, იქიდან 30 ათასი მანეთი და მომღერლის ძვირფასი სამკაულები წაიღო და შუა აზიაში მატარებლით გაემგზავრა. ალა პუგაჩოვა გასტროლების ჰონორარს „ქეშად“ იღებდა და სასტუმროს ნომრის კარადაში ინახავდა. მისი სამკაულების ღირებულება კი 20 ათასი მანეთი იყო.(განაგრძეთ კითხვა)

0
1231
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0