სხვა როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალი(ვიდეო) 2023, 21 დეკემბერი, 17:02 ![]() მცირეწლოვანი ბავშვები შეცდომით მას თავიანთ თანატოლად თვლიან და როდესაც ტანსაცმლის მაღაზიის კონსულტანტები ეკითხებიან მის ზომას, ასე პასუხობს: „სამი თვისა“. მისი სიმაღლე 62, 8 სანტიმეტრია და ვერავინ იტყვის, რომ 30 წლის გახდა. გაიცანით: ეს ჯოტი ამჯია. მრავალმხრივი და პატარა. ყველაზე პატარა ქალი მსოფლიოში.ორგზის გინესის რეკორდსმენი. ჯოტი დაიბადა 1993 წელს ნაგპურში, ინდოეთი. დედას, რანჯანას ორსულობის პირველ ხანებში ექიმებმა აცნობეს, რომ ნაყოფი არ სუნთქავდა და აბორტი შესთავაზეს. -როდესაც მე ორსულად ვიყავი ჯოტიზე, ის არ მოძრაობდა მუცელში, როგორც სხვა ბავშვები. გავიკეთეთ გამოკვლევა და გვითხრეს, რომ სონოგრაფიაზე არ ჩანს. მათ მითხრეს, რომ ასეთი ბავშვები არ გადარჩებიან, რომ საკეისრო კვეთა უნდა გაკეთდეს“, - თქვა ჯოტის დედამ ტელეარხ TLC-თან ინტერვიუში. ![]() და მაინც ის გადარჩა. ჩვეულებრივი ბავშვივით იზრდებოდა, დროზე სიარული ისწავლა და კბილებიც დროზე ამოუვიდა. მაგრამ რაღაც მომენტში მშობლებმა შენიშნეს, რომ სხვა ბავშვები იზრდებოდნენ, მაგრამ ჯოტი არა. ექიმთან მისულმა თქვა, რომ ბავშვს არ აქვს ზრდის ჰორმონი და დაუსვა დიაგნოზი "აკონდროპლაზია." ჯოტის მშობლებმა ექიმებს ჰკითხეს, შეეძლოთ თუ არა დაენიშნათ ზრდის ჰორმონები, მაგრამ მათ უპასუხეს, რომ ის ვერ გაიზრდებოდა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი: თუ ჰორმონებს მისცემდნენ, შესაძლოა მხოლოდ თავი ან ცალი ხელი გაზრდილიყო. -ზოგჯერ მეჩვენება, რომ ეს სამყარო საერთოდ არ არის ჩემთვის შექმნილი. თითქოს შორს ვარ ქვემოთ და მთელი სამყარო ჩემს თავზე მაღლა დგას“, - თქვა ჯოტიმ ინტერვიუში. — ბავშვობიდან ჩემი ცხოვრება განსხვავებულია. ჩემი ზომის გამო სიმძიმის აწევა არ შემიძლია. ყველაფერი ძალიან რთულია ჩემთვის. არ შემიძლია ონკანის მოშება, კარის გაღება ან ტუალეტში წასვლა. მარტო ვერ გავალ. აუცილებლად მჭირდება ვინმეს დახმარება. უბრალოდ ვერ წავალ სადაც მინდა. ჩემთვის ყოველივე ძალიან რთულია. ![]() ჯოტი პირველად გადაიღეს რვა წლის ასაკში - მან ითამაშა მუსიკალურ კლიპში. შემდეგ უფრო და უფრო მეტმა ადამიანი ცნობდა გოგონას და"ცეროდენა" რამდენიმე დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს. ნამდვილი პოპულარობა 2015 წელს დადგა, როდესაც ითამაშა ამერიკულ სერიალში "American Horror Story" (18+) მეოთხე სეზონში - "Freak Show". ![]() გადაღებების გარდა, ჯოტი აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა. უყვარს მოგზაურობა და დააარსა საქველმოქმედო ფონდი ობოლი ბავშვებისა და მოხუცების დასახმარებლად. 104 3-ს მოსწონს
|