x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რა არის DeepFake-ი, რითაც სავარაუდოდ ბაბი კირკიტაძის პორნოვიდეო შეიქმნა?
image

გუშინ "იმედის კვირაში" ბაბი კირკიტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოზე, რომელიც მას გაუვრცელეს სოციალურ ქსელში.




„როდესაც ეს ვიდეო დავინახე, დედასთან ერთად ვიყავი. სახლში მივდიოდით, მანქანაში ვისხედით. გავხსენი ვიდეო ტელეფონში და არც ვიცი, როგორ შევაფასო და რა სიტყვებით, რაც მაშინ დამემართა. გავითიშე, მოვწყდი, არაფერი მესმოდა. კანკალი დამეწყო. დედა მეკითხებოდა, რა მოხდაო და პირდაპირ მივაწოდე ტელეფონი. მერე გავიაზრე, რომ ჩემთვის ამოუხსნელი ამბავი მოხდა, მაგრამ მშობლისთვის კიდევ უარესი. მერე ორმა მეგობარმა დამირეკა და მითხრეს, რომ ვიდეო გავრცელდა."-ასე იხსენებს მომღერალი ვიდეოს ნახვის მომენტს.



ბაბის ვიდეო სავარაუდოდ DeepFake-ით არის ატვირთული, იმდენად რეალისტურია და მაინც რას წარმოადგენს DeepFake -ი?




DeepFake-ი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რეალისტური ვიდეო- ან აუდიოჩანაწერია.ეს არის სინთეზური მედია, რომლებზეც ციფრული მანიპულირება ხდება, რითაც ერთი ადამიანის გამოსახულება საკმაოდ დამაჯერებლად იცვლება მეორე ადამიანის გამოსახულებით .მანიპულირება შესაძლებელია ვიზუალით, ხმით, მიმიკით, ტემბრით.



ტერმინი "deepfakes" წარმოიშვა დაახლოებით 2017 წლის ბოლოს Reddit-ის მომხმარებლისგან, სახელად "deepfakes". ის, ისევე როგორც Reddit /deepfakes საზოგადოების სხვა წევრები, იზიარებდნენ მათ მიერ შექმნილ ფეიკ ვიდეოებს; ბევრ ვიდეოში ცნობილი ადამიანების სახეები იყო დადებული პორნოგრაფიულ ხასიათის ვიდეორგოლებზე.


DeepFake-ს იყენებენ პროპაგანდისთვის, შანტაჟისთვის, პოლიტიკაში მეტოქის ჩამოსაშორებლად, ასევე იქმნება სატირული ხასიათის მასალები, მაგალითად, 2018 წელს ცალკეულ ვიდეოებში არგენტინის პრეზიდენტის მაურისიო მაკრის სახე ადოლფ ჰიტლერით ჩაანაცვლეს, ხოლო ანგელა მერკელის სახე დონალდ ტრამპის სახით შეცვალეს, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც პორნოგრაფიაში იყენებენ, შექმნილი კონტენტის 96% სწორედ პორნოგრაფიაზე მოდის.

image

DeepFake-ების აბსოლუტური უმრავლესობა ცნობილი ქალები არიან, სწორედ მათი სახეებია ჩასმული პორნოფილმებში, ახალი ტექნოლოგიები არაპროფესიონალებსაც აძლევს საშუალებას, რომ DeepFake-ები შექმნან, მათ შორის საქართველოშიც.


კარგად დამუშავებული DeepFake-ის ამოცნობა რთულია. ამომცნობი ტექნოლოგიები მის განვითარებას ჯერ ჩამორჩება . ასეთ დროს გამოსავალი მხოლოდ დაკვირვებული თვალია, არის რამდენიმე ნიუანსი, რითაც შეიძლება ამოვიცნოთ ყალბი ვიდეო.


ბაბი კირკიტაძის გამოსახულებიანი ვიდეო 15 წამს გრძელდება. განათება ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი შეხედვით სახე და ტანი არაბუნებრივადაა გამოსახული. დეტალები ახლა გამოძიების დასადგენია.

0
492
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0