x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში "სტალინის ცენტრი" გაიხსნა
image

რუსეთში, ქალაქ ბარნაულში "სტალინის ცენტრი" გაიხსნა.




ალტაის მხარეში, ქალაქ ბარნაულში გაიხსნა სტალინის ცენტრი. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა «Толк» იტყობინება.


ეს მოვლენა გენერალური მდივნის დაბადების დღეს დაამთხვიეს, რომელიც 18(ან 21) დეკემბერს აღინიშნება.



გამოფენაზე ცენტრალური ადგილი სტალინის 200 კილოგრამიანმა ბიუსტმა დაიკავა, რომელიც ჩამარხული იყო მიწაში, ამოთხარეს და აღადგინეს.


" სტალინის ცენტრისთვის"ექსპონატების შეგროვება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში დავიწყეთ, განაცხადა სერგეი მატასოვმა, რუსეთის კომუნისტების პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის მდივანმა.

image

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ "სტალინის ცენტრი" იხილონ არა უპირველეს ყოვლისა, როგორც მუზეუმი, არამედ როგორც კულტურულ-ისტორიული სივრცე.


აღსანიშნავია, რომ ალტაის მხარეში, კურინსკის რაიონში აქამდე არსებობდა შპს "ი.ბ. სტალინის სახელობის კოლმეურნეობა"კომპანიამ მხოლოდ 2015 წელს გამოაცხადა თავი ბანკროტად.


მანამდე კი ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში კიდევ ერთი "სტალინის ცენტრის" მშენებლობა დაიწყო. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია იტყობინება, რომ ინიციატივას მხარი დაუჭირეს სხვა რეგიონებმა.


მშენებლობის ინიციატორები „სტალინის ცენტრს“ ეკატერინბურგის „ელცინის ცენტრს“ უპირისპირებენ.


ოქტომბრის თვეში კიროვის ოლქში, ქალაქ ორლოვის ბავშვებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ სათამაშო მოედანზე იოსებ სტალინის ძეგლი დადგეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილობა მოყვა, ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სტალინის შვილთაშვილი სელიმ ბენსაადი და ფელიქს ძერჟინსკის ძმის შვილთაშვილი ვლადიმერ ძერჟინსკი

0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0