x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
როგორ გავშიფროთ მამაკაცი მისი წინდების მიხედვით
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.




ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს.




image



მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.






ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ ჩვენგან.




ზოგჯერ ჩვენმა არაცნობიერმა არჩევანმა შეიძლება ბევრი რამ გამოავლინოს ჩვენზე. მაგალითად, როდესაც ადამიანს ეძლევა არჩევანი ერთი შეხედვით მსგავს ობიექტებს შორის, მისი არჩევანი მის შინაგან მდგომარეობაზე მეტყველებს. ყოველივე ამის შემდეგ, მცირე განსხვავებების მიუხედავად, რატომღაც მან აირჩია ზუსტად ის, რაც აირჩია.



მოდით, ვნახოთ თუ რას მეტყველებს მამაკაცის ხასიათზე ფაქტი, თუ როგორ წინდებს ატარებს ის.



როგორ გავშიფროთ მამაკაცი მისი წინდების მიხედვით



1. მოკლე თეთრი წინდები.

მოკლე თეთრი წინდების ტარება მიუთითებს, რომ მამაკაცი საიმედოა, არ არის ზარმაცი და დამოუკიდებელია. მთავარი არის ის, რომ მან თეთრი წინდები შავ სანდლებთან ერთად არ ატაროს.




2. კლასიკური შავი წინდა.


კლასიკური შავი წინდა მიუთითებს, რომ კონსერვატიული, რეალისტი და პრაგმატისტია. ძნელია მისი დარწმუნება არგუმენტებში, ის საკმაოდ ჯიუტია. თუმცა სიყვარულში ის მონოგამი და რომანტიულია, ასეთ მამაკაცთან ძალიან მშვიდი იქნებით.




3. წინდა ფერადი ან ნახატებით.

წინდა ფერადი ან ნახატებით მიუთითებს, რომ ის ხშირად გამოიყურება დაუცველად და თავშეკავებულად, მაგრამ გარეგანი სიმორცხვის მიღმა იმალება დიდი იუმორის გრძნობა, ოპტიმიზმი და სიკეთე. დეტალებისადმი ყურადღებიანია, ამიტომ სექსის დროს ყოველთვის პარტნიორის სიამოვნებაზე ფიქრობს და არა საკუთარზე.


image



4. წინდა სპორტული ზოლებით ან ტექსტით.


წინდა სპორტული ზოლებით ან ტექსტით. მიუთითებს, რომ არსებობს ორი ვარიანტი: ან უყვარს ქუჩის მოდა და მის გარშემო აჟიოტაჟი, ან ძალიან უყვარს თავისი ინდივიდუალობის გამოვლენა ყველა შესაძლებლობის შემთხვევაში. ჩვეულებრივ, ასეთი ბიჭები ვარსკვლავები, ეგოისტები და მეამბოხეები არიან.




5. ძვირადღირებული წინდები.

ძვირადღირებული წინდები მიუთითებს, რომ მამაკაცები, რომლებიც შეგნებულად ყიდულობენ ძვირადღირებულ წინდებს, რომელიც ზოგჯერ მათ შესაძლებლობებსაც კი აღემატება, ცდილობენ დამალონ თავიანთი კომპლექსები და თავი დააღწიონ საკუთარი თავისგან. ძვირიანი წინდების გამოყენების ერთადერთი საბაბი მილიონერის სტატუსია. მას ასევე შეიძლება ჰქონდეს ნიანგის ტყავისგან დამზადებული ჩანთა ან საფულე.




6. მუხლზე წინდები ანუ გოლფები.

თუ თქვენი მეგობარი ბიჭი არ არის პოლიტიკოსი, სამეფო ტახტის მემკვიდრე ან წვეულებებზე რეგულარული სტუმარი შავი ჰალსტუხიანი დრესკოდით, მაშინ მის გარდერობში მუხლზე წინდები შემოქმედებითი სიგიჟის გამოძახილია. ისე, მასთან არასოდეს მოწყენთ.





0
162
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0