ქალი და მამაკაცი ამერიკელ მამაკაცს ყოფილმა სასქესო ორგანოში ესროლა,მიუხედავად ამისა მან აპატია ქალს და სიყვარულშიც გამოუტყდა 2023, 16 დეკემბერი, 16:24 აშშ-ის მცხოვრებმა მამაკაცმა შეყვარებულს აპატია, რომელმაც სეირნობის დროს სასქესო ორგანოში ესროლა. ამის შესახებ Fox News იუწყება. 36 წლის ტონია ნესტერმა ყოფილ შეყვარებულს, ჩარლი გლენს გასეირნება შესთავაზა. ამერიკელმა როგორც კი დაინახა ქალი, მაშინვე მიხვდა, რომ თან იარაღი ჰქონდა. "მან თქვა, რომ ეს იყო პნევმატური პისტოლეტი" და მე ვუთხარი: "მომეცი ვნახო. მე შენთან ერთად არსად წამოვალ, თუ ნამდვილი იარაღი გაქვს". ამის შემდეგ მან ამოიღო იარაღი და მესროლა, ”- თქვა გლენმა. ტყვია მამაკაცს სასქესო ორგანოში მოხვდა და სათესლე ჯირკვალი დაუზიანა, რის შედეგადაც მას ძლიერი სისხლდენა დაეწყო. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა ნესტერისთვის პისტოლეტის წართმევა. ხოლო მისმა ახლობლებმა უმალვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პოლიცია. ქალმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ერთი კილომეტრში დააკავა. მომხდარის მიუხედავად, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გლენმა განაცხადა, რომ ნესტერზე გაბრაზებული არ არის და პირიქით გრძნობებშიც კი გამოტყდა. "მე ის მაინც მიყვარს", - თქვა მამაკაცმა. ამერიკელი ქალი შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით ამჟამად ციხეში სასჯელს იხდის . მას თავისუფლების სანაცვლოდ 100 000 დოლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. 375 3-ს მოსწონს
|