x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უკრაინაში სხდომათა დარბაზში დეპუტატმა ხელყუმბარები ააფეთქა,არის მსხვერპლი,რამდენიმეს სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან(ვიდეო)
image

უკრაინაში სხდომათა დარბაზში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ზელენსკის პარტიის დეპუტატმა ბატრინმა სოფლის საბჭოს სხდომაზე სამი ხელყუმბარა აფეთქდა




დეპუტატმა ამიერკარპატებში სოფელ კერეცკის სოფლის საბჭოს სხდომაზე რამდენიმე ყუმბარა აფეთქდა. შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, ორი დაიღუპა, ექვსის მდგომარეობა მძიმეა. თავდაპირველად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავად ყუმბარების ამფეთქებელი გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან.


"ექიმები ატარებენ რეანიმაციულ ღონისძიებებს იმ მამაკაცის მიმართ, რომელმაც ყუმბარები ააფეთქა ", - აცხადებენ უკრაინის ეროვნულ პოლიციაში.



ყუმბარები "ხალხის მსახურის" დეპუტატმა ააფეთქა. უკრაინული მედია იუწყება, რომ ამიერკარპატების სოფლის საბჭოში ყუმბარები, წინასწარი ინფორმაციით 1969 წელს დაბადებულმა დეპუტატმა სერგეი ბატრინმა ააფეთქა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიიდან არის.


ინციდენტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გამოჩნდა. კადრებში დეპუტატი ჯერ კართან დგას, შემდეგ ხელყუმბარებს იღებს და აფეთქებს. მომხდარის შესახებ პოლიციას ქალბატონმა შეატყობინა, რომელიც სხდომას ვიდეოთი უყურებდა.




მედია იუწყება, რომ ბატრინის ქმედების წინასწარი მიზეზი ის არის, რომ მის კოლეგებს არ სურდათ მისი მოსმენა. თუმცა, ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.


შეხვედრაზე 2024 წლის ბიუჯეტი განიხილავდნენ. ბატრინი თავიდანვე არ ეთანხმებოდა კოლეგებს და კამათობდა. მან დეპუტატებს 2023 წლის ბიუჯეტის ანგარიში და შემდეგ მომავალი წლის ბიუჯეტის მიღება მოსთხოვა.

1
465
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
465
  
2023, 16 დეკემბერი, 10:12
:-(
0 1 1