x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512019
"ჩვენ ყველამ ვიცით რას ნიშნავს ეს": თეთრი სახლი გამოეხმაურა პუტინის "პირდაპირ ჩართვას"
image
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, კრემლმა ფსონი გააორმაგა ამიტომ აშშ-ს კონგრესმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი რაც შეიძლება მალე უნდა გადასცეს.



აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 14 დეკემბერს თავის „პირდაპირ ხაზზე“ დაადასტურა მიზანი - დაეპყრო და დაემორჩილა უკრაინას. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.



კირბიმ აღნიშნა პუტინის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ "მშვიდობა მხოლოდ მაშინ მოვა, როცა რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს". კირბის თქმით, კრემლმა ფსონი გააორმაგა და არ აპირებს უკრაინაში ომის დასრულებას, სანამ რუსეთი მთელ მის ტერიტორიას არ დაიკავებს. ამასთან დაკავშირებით კირბიმ ხაზი გაუსვა აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად თანხების გამოყოფის აუცილებლობას.



”ჩვენ ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ეს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ პალატის რესპუბლიკელებმა წარმომადგენლებმა, რომლებიც თვეების განმავლობაში უჭერდნენ უკრაინის დახმარების დაბლოკვას, გაიგეს პუტინის გზავნილი. სამაგიეროდ, ისინი სახლში წავლენ დღესასწაულებზე და უკრაინელები კვლავ შევლენ ახალ ბრძოლაში. დაელოდეთ ახალ დაბომბვას, მეტ საჰაერო თავდასხმებს, მეტ ცივ და ბნელ ღამეებს. აბოლო 24-დან 48 საათაიდან რუსეთმა დაიწყო დამატებითი საჰაერო თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მათ მეტი სიკვდილი და განადგურება ემუქრებათ თავიანთი ოჯახების და სამშობლოს დაცვისთის."- განაცხადა კირბიმ.




კირბიმ მოუწოდა აშშ-ს კონგრესს, სწრაფად გადასცეს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რათა დაეხმაროს მას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის გაწევაში. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომი არ არის იზოლირებული მოვლენა, არამედ წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო წესრიგისთვის.



"პუტინი აყენებს გამოწვევას იმ საერთაშორისო წესრიგის, რომლის აშენებაშიც ჩვენ დავეხმარეთ. ის ეჭვქვეშ აყენებს გაეროს წესდებას. ის ეჭვქვეშ აყენებს სუვერენიტეტის კონცეფციას. ის აყენებს თავად დემოკრატიას გამოწვევას." - თქვა კირბიმ.


მისი თქმით, თუ დიქტატორები არ გადაიხდიან თავიანთ აგრესიაზე, ისინი გააგრძელებენ მოქმედებას. უმოქმედობა ასევე მოქმედებაა” - ხაზგასმით აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.


0
173
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0