x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512019
ვიდეო: იაპონიის სანაპიროებთან სარდინების მასობრივი დაღუპვის მიზეზებს იკვლევენ
image
დეკემბრის დასაწყისში იაპონიის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ NHK-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შორეული აღმოსავლეთის მკვდარი სარდინები და სხვა თევზი გამოირიყა იაპონიის ყველაზე ჩრდილოეთ პრეფექტურაში, ჰოკაიდოში, ქალაქ ჰაკოდატეში.




მეთევზეობის ინსტიტუტის წყნარი ოკეანის ფილიალში განაცხადეს, რომ თევზი შესაძლოა პორტის წყლებში ჟანგბადის ნაკლებობის გამო დაიხოცა. მათ ასევე დაასახელეს სხვა შესაძლო მიზეზი - წყლის ტემპერატურის სწრაფი ვარდნა ღია ზღვაში, სადაც ეს სუბტროპიკული სახეობა არ არის ადაპტირებული.



წინა დღით გაზეთმა Yomiuri-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთ იაპონიაში, ქალაქ შიმაში, ნაკირის პორტში, ნაპირზე 20 სმ-მდე სიგრძის 85 ტონა სარდინის ლეში გამოირიყა, სავარაუდოდ, თევზმა სცადა მტაცებლისგან დამალვა და გამოცურა არაღრმა წყალში. ექსპერტებმა ვერ შეძლეს სანაპიროზე მდებარე ზღვის წყალში მავნე პლანქტონის აღმოჩენა.


შიმას მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ ნაპირზე ამდენი თევზი აქამდე არ უნახავთ.






0
176
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0