სხვა პრინცესა დაიანას საიდუმლო შეყვარებულები, რომელთა დამალვასაც სამეფო ოჯახი ცდილობდა 2023, 15 დეკემბერი, 17:06 ყველასათვის ცნობილია პრინცესა დაიანას სამწლიანი რომანი James Hewitt-სთან, ვისაც პრინც ჰარის მამად თვლიდნენ. მაგრამ დაიანას პირველი რომანი უფრო ადრე დაიწყო.
Barry Mannakee - სამეფო დაცვის ოფიცერი და პრინცესა დაიანა 1986-1987 წლებში იყვნენ სასიყვარულო ურთიერთობაში. რამდენიმე თვეში ბარი გარდაიცვალა, რაც პრინცესასთვის "დიდი დარტყმა" იყო, როგორც თვითონ მოგვიანებით აღიარა.
Oliver Hoare - ხელოვნების ნიმუშების გამყიდველი პრინც ჩარლზის მეგობარი იყო და მეუღლესთან ერთად ხშირად სტუმრობდა სასახლეს. მათი ურთიერთობა 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა, მაშინ როცა ორივე დაქორწინებული იყო. საბოლოოდ ოლივერმა მილიარდერ ცოლთან დარჩენა აირჩია და დაიანას დაშორდა.
Will Carling - ბრიტანელ მორაგბესთან დაიანას ურთიერობა 1993-1994 წლებში ჰქონდა. მისმა მაშინდელმა ცოლმა აღიარა, რომ წყვილს მართლაც ჰქონდათ ურთიერთობაში მსგავსი "პრობლემა".
ასევე, ცნობილია დაიანას ურთიერთობა პაკისტანელ კარდიოქირურგ Hasnat Khan-თან, რომელსაც პრინცესა ცხოვრების სიყვარულს უწოდებდა, მათი ურთიერთობის პრობლემა მედიის ყურადღება იყო, რასაც ჰასნატმა ვერ გაუძლო.
მისი ბოლო შეყვარებული კი იყო Dodi Al Fayed, რომელთან ერთადაც გარდაიცვალა ავტოავარიაში.
427 1-ს მოსწონს
|