სხვა სულისშემძვრელი ისტორიული ფოტოები, რომლებსაც სიკვდილის სუნი ასდით 2023, 13 დეკემბერი, 12:15 თქვენ წინაშეა რეტრო - ფოტოები, რომლებიც ტკივილისა და სიკვდილის ძალიან საშინელ ენერგეტიკას ატარებენ. საოცარია, რომ კადრები ზოგჯერ არა მხოლოდ მოვლენებს, არამედ შეგრძნებებსაც გადმოსცემენ.1. კოსმოსიდან ჩამოვარდნილი კოსმონავტის, ვლადიმერ კომაროვის ნაშთი, 1967 წელი2. ავარია ხე-ტყის სატვირთო მანქანის მონაწილეობით, სადაც მორმა პირდაპირ მანქანა გახვრიტა, ნიუ-იორკი, 1929 წელი3. ქალი 1988 წლის 3 ივლისს მომხდარ ტრაგედიას გლოვობს, ამ დღეს აშშ-ს საზღვაო ძალებმა ირანული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელშიც 290 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, მათ შორის 66 ბავშვი4. კოსმოსური შატლის ბორტისკენ ამერიკელი ასტრონავტების სვლა. მათი ხომალდი აფრენიდან 73 წამში ჩამოვარდება და ყველა მათგანი დაიღუპება5. სამხედრო აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული სახედარი პირველი მსოფლიო ომის დროს6. განადგურებული ჰიროსიმას ფერადი კადრი, 1946 წლის მარტი7. იაპონელების მიერ ჩინელი სამხედრო ტყვეების ცოცხლად დამარხვა, ჩინეთ-იაპონიის ომი, 1937 წელი8. ბომბების სროლა ქალაქ კობეზე, იაპონია, 1945 წელი9. მოსახლეობა ვიეტნამის ომის დროს ჭაობში იმალება10. ძაღლი, რომელმაც მეწყრის შედეგად დაღუპული პატრონის საფლავთან ორი დღე გაატარა, რიო დე ჟანეირო, 2011 წელი11. მამაკაცი ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან ლეიბით ხტება რათა დაცემა შეარბილოს, სეული, კორეის რესპუბლიკა, 1971 წელი12. ჰემორაგიული ცხელებით დაინფიცირებული მამაკაცი, კორეა, 1953 წელი13. საათი, რომელიც ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების დროს გაჩერდა, 1945 წელი14. 18 წლის რუსი გოგონა დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლების დღეს, 1945 წელი15. ჯალათი ქალაქ გროზნოში, დასახვრეტი კედლის გვერდით ჩავლისას, ჩეჩნეთი, 1997-98 წწ16. ფოტოზე ბირთვული აფეთქებიდან 250 მეტრში კიბეებზე მჯდარი ადამიანის კვალს ხედავთ, ჰიროსიმა, 1945 წლის 6 აგვისტო17. ჩერნობილთან ახლოს მდებარე სოფელში ადამიანები საკუთარ სახლებს ტოვებენ, 1986 წელი18. ეს არ გახლავთ ზამთრის ბოლოს მოსული რომანტიკული თოვლი, ეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიოაქტიური ზონიდან ტრანსპორტის დეკონტამინაციაა, 1986 წელი19. დაბომბვის შედეგად განადგურებული ლონდონი, ინგლისი, 1940 წელი948 შეფასება არ არის |