x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვაპირებ, მქონდეს" - ნიკა გვარამია
image

.

"მეგობრებო, რამდენიმე ადამიანმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ჩემი დანიშვნის შესახებ. საჯაროდვე მინდა დავაფიქსირო, რომ არც ერთი ეს განცხადება არ გამოხატავს ჩემს პოზიციას.

.


"ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვაპირებ, მქონდეს. მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ კონტექსტში ჩემი სახელის გამოყენებისგან, რადგან ეს არც რეალობასთანაა ახლოს და აღრმავებს ისედაც უმძიმეს დაძაბულობას, ასევე დამაზიანებელია პირადად ჩემთვის. იმედია, მეტად აღარ მომიწევს ამ საკითხზე ჩემი პოზიციის გამოხატვა."– წერს ნიკა გვარამია.

,

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე გვარამია გაუნაწყენდა "ნაცმოძრაობის" იმ ლიდერებს, რომლებიც მთავარი არხის ეთერში მელია–ხაბეიშვილის თემაზე დასმულმა მწვავე კითხვებმა გააღიზიანა და გადაცემის წამყვანის დეა მამისეიშვილის გაკრიტიკება დაიწყეს. უფრო მეტიც, მეორე დღეს მათ ამ ჟურნალისტს ბოიკოტი გამოუცხადეს და აღარ თანამშრომლობდნენ. ეს ფაქტი უარყოფითად შეაფასა ნიკა გვარამიამ, მწვავე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ვინც ასე გააგრძელებს ყველას დაბლოკავს სოციალურ ქსელში მისი მეგობრების სიიდან.

.

შეგახსენებთ, მანამდე რამდენიმე დღით ადრე გვარამია აცხადებდა, რომ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლებდა და ჟურნალისტიკას დატოვებდა. თუმცა, პოლიტიკაში წასვლის პირველივე დღეებში ის არ გამოჩენილა ვარდების რევოლუციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ "ნაცმოძრაობის" კონფერენციაზე. არადა იყო მოლოდინი, რომ ის იქ ერთერთ ლიდერად გამოჩნდებოდა.

,

28 ნოემბერს ინგა გრიგოლიამ საკუთარ გადაცემაშიც განაცხადა, რომ შესაძლოა ხაბეიშვილის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო კამპანია იქამდე მივიდეს, რომ ლევან ხაბეიშვილი დროზე ადრე გადადგეს და პარტიის ხელმძღანელად ნიკა გვარამია აირჩიონ.

.

.

0
289
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0