ფეხბურთი დევიდ ბექჰემი ცოლის მაკიაჟს იპარავს 2012, 10 ოქტომბერი, 19:47
დევიდ ბექჰემი, ეს ცნობილი ფეხბურთელი, საკუთარ თავზე და გარეგნობაზე რომ უზომოდ შეყვარებულია, არაერთხელ აღუნიშნავთ ჟურნალისტებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დევიდი სარგებლობს თავისი ცოლის დეკორატიული კოსმეტიკით. ბექჰემი მეტეროსექსუალია და ამიტომ იგი ძალიან დიდ დროს ხარჯავს იმაზე, რომ კარგად გამოიყურებოდეს. სახის მოვლა მან ვიქტორიასგან ისწავლა. ადრე, როცა არ იცოდა საცხების დანიშნულება, იგი ჩუმად სარგებლობდა ვიქტორიას კოსმეტიკით და მან სახე გაიწმინდა ტანის ლოსიონით. ახლა კი უკვე იმდენად გარკვეულია, რომ ძვირფას კრემებს იყენებს სახის მოსავლელად. ასევე იყენებს ტანის დამატენიანებელ კრემებს, ლოსიონებს პარსვის შემდეგ. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არა მარტო კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობას, არამედ მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათ არომატსაც. ბევრი ვერ იგებს, რატომ პარავს დევიდი ვიქტორიას კოსმეტიკას, როცა მას აქვს ფული მამაკაცის კოსმეტიკის შესაძენად. ეტყობა ქალის კოსმეტიკა უფრო მოსწონს და შეძენით კიდევ ალბათ ვერ ბედავს სახალხოდ რომ იყიდოს ქალის კოსმეტიკა. 33 7-ს მოსწონს
|