x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508619
სიცოცხლე მარსზე:ექსპერტმა ნასას სურათზე უცხოპლანეტელის ფიგურა აღმოაჩინა
image
სკოტ უორინგმა წითელი პლანეტის კლდოვან ზედაპირზე შეამჩნია პატარა, ბუნდოვანი ფიგურა ვარდისფერი სხეულით. კაცი დარწმუნებულია, რომ უცხოპლანეტელის კვალიც კი დაინახა.



უცხოპლანეტელების ექსპერტი სკოტ უორინგი ამბობს, რომ ნასას სურათზე ჩანს პატარა, ბუნდოვანი ფიგურა, რომელიც შესაძლოა მარსზე მზის აბაზანებს იღებდეს. ამის შესახებ Daily Express წერს.


ნასამ სურათი პირველად გამოაქვეყნა 2021 წლის აპრილში, მაგრამ სავარაუდო უცხოპლანეტელი 2022 წელს თვითგამოცხადებულმა უცხოპლანეტელების ექსპერტმა სკოტ უორინგიმ შენიშნა.



"ყველამ იცის, რომ მიყვარს ნასას ფოტოების ყურება. რაღაც უნიკალურს წავაწყდი... რაც 100%-ით ადასტურებს ინტელექტუალური უცხო სიცოცხლის არსებობას. იქ რაღაც ადამიანის მსგავსი წევს და ნასას როვერს უყურებს უსაფრთხო მანძილდან. აქვს მოვარდისფრო მკერდი, კისერი და სახე, მოწითალო თმა, მუქი კოსტიუმი აცვია, მაგრამ ერთ მხარზე ნაცრისფერი საგანი აქვს დადებული... ზურგჩანთას ჰგავს. მის უკან არის კიდეც ნაკვალევი, რომელიც მიდის იმ ადგილისკენ, სადაც მან დაწოლა არჩია.“ - თქვა უორინგმა იდუმალი ფიგურის შესახებ.




უორინგმა გამოაქვეყნა სურათი თავის ბლოგზე, UFO Sightings Daily, სადაც მან საფუძვლიანად გააანალიზა თავისი მიმდევრებისთვის.


image


ექსპერტი აღნიშნავს, რომ მარსი მკაცრი ადგილია და ჯერჯერობით, მიუხედავად მიმდინარე კვლევებისა, იქ უძველესი პაწაწინა სიცოცხლის ფორმების ნიშნებიც არ არის ნაპოვნი.



გამოცემა აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ეს სავარაუდო უცხო ფიგურა მხოლოდ კლდის წარმონაქმნია, რომელიც ცოტათი ჰგავს უცხოპლანეტელს. ფაქტობრივად, ეს არის ეგრეთ წოდებული პარეიდოლია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ხედავენ ნაცნობ ნივთებს უცნობ სურათებში. საქმე ის არის, რომ ადამიანის ტვინი ამჩნევს შაბლონებს, რომლებსაც ის ცნობს ბუნდოვან სურათებსა და ობიექტებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენ ვხედავთ სახეებს, სადაც ის არ არის.

0
354
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0